გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი­დევ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2025 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, 22:15 სა­ათ­ზე, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო, უკან გაჰ­ყვნენ ქ.თბი­ლის­ში, ზღვი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა, მე-3 მიკ­რო-რა­ი­ო­ნის მე-5 კვარტლის კორ­პუს N25-ში მდე­ბა­რე სას­წავ­ლო ცენ­ტრი­დან გა­მო­სულ გიგა ავა­ლი­ანს.

და­ახ­ლო­ე­ბით 800 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ 22:20 სა­ათ­ზე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და გიგა ავა­ლი­ანს და შე­მობ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შუბ­ლის არე­ში და­არ­ტყა მუშ­ტი, რა­საც მისი თან­მხლე­ბი გი­ორ­გი რი­კა­ძე ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და. დარ­ტყმის­თა­ნა­ვე გიგა ავა­ლი­ა­ნი და­ე­ცა და გო­ნე­ბა და­კარ­გა, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გიგა ავა­ლი­ა­ნი 2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის და ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის თა­ო­ბა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 20 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნე­ბათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია ორ პირი. ერთ პირს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა).

ხოლო მე­ო­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი). ორი­ვე ბრალ­დე­ბულს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ყო­ფილ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით