"ტრაგედია სპორტული სამყაროსთვის..." - NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა: დეტალები

"ტრაგედია სპორტული სამყაროსთვის..." - NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფას ემსხვერპლა: დეტალები

სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო შოკ­შია: NASCAR-ის ლე­გენ­და­რუ­ლი მრბო­ლე­ლი, 55 წლის გრეგ ბიფ­ლი, მისი მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა და მათი ორი შვი­ლი - 14 წლის ემა და 5 წლის რა­ი­დე­რი, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლნენ. სულ და­ღუ­პუ­ლია 7 ადა­მი­ა­ნი.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს შემ­ზა­რა­ვი მო­მენ­ტი, რო­დე­საც Cessna C550 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი სტე­იტსვი­ლის რე­გი­ო­ნა­ლურ აე­რო­პორ­ტში მი­წას ეჯა­ხე­ბა და წა­მებ­ში ცე­ცხლო­ვან ბურ­თად იქ­ცე­ვა.

რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი?

ფრე­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ფლო­რი­დის­კენ მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე მან მკვეთ­რი წრე გა­ა­კე­თა და უკან, აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა შე­ექ­მნა.

„ის ფაქ­ტი, რომ მათ აფ­რე­ნის­თა­ნა­ვე წრე და­არ­ტყეს და აე­რო­პორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, მე­უბ­ნე­ბა, რომ მათ ჰა­ერ­ში­ვე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა,“ - აცხა­დებს მე­ტე­ო­რო­ლო­გი ბრედ პა­ნო­ვი­ჩი.

NASCAR-ის ვარ­სკვლა­ვე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ვინ იყ­ვნენ მსხვერ­პლნი?

ბიფ­ლე­ბის ოჯა­ხის გარ­და, ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და NASCAR-ის კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი კრე­იგ უოდსვორ­თი, ასე­ვე მამა-შვი­ლი დე­ნის და ჯეკ და­ტო­ნე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვინ მარ­თავ­და თვითმფრი­ნავს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად გრეგ ბიფ­ლი გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტი იყო.

გრეგ ბიფ­ლი, რო­მელ­საც რბო­ლის სამ­ყა­რო­ში "The Biff"-ის სა­ხე­ლით იც­ნობ­დნენ, NASCAR-ის ჩემ­პი­ო­ნი და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის რჩე­უ­ლი იყო. თუმ­ცა, რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ის მხო­ლოდ სპორ­ტით არ ცხოვ­რობ­და.

გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე­აშშ-ის კონ­გრეს­მენ­მა რი­ჩარდ ჰადსონ­მა და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა და გა­იხ­სე­ნა, რომ გრეგ­მა და კრის­ტი­ნამ ასო­ბით სა­მაშ­ვე­ლო მი­სია შე­ას­რუ­ლეს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში ქა­რიშ­ხა­ლი „ჰე­ლე­ნის“ შემ­დეგ.

„გრე­გი დიდი ჩემ­პი­ო­ნი იყო, მაგ­რამ ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც გახ­ლდათ. ის ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩე­ბა არა მხო­ლოდ სი­თა­მა­მით ტრა­სა­ზე, არა­მედ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც,“ - გა­ნა­ცხა­და ჰადსონ­მა.

ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე...

და­ღუ­პულ მრბო­ლელს მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა გრო­სუს­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ტრა­გე­დი­ამ­დე 24 სა­ა­თით ადრე კრის­ტი­ნამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით: „დღეს დატ­ვირ­თუ­ლი დღეა“. ბიფ­ლე­ბის ოჯა­ხი მე­გობ­რებ­თან სტუმ­რად მიფ­რი­ნავ­და, თუმ­ცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი და­აკ­ლდათ.

ამ დრო­ის­თვის ავი­ა­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო (FAA) და ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო (NTSB) მომ­ხდარს იძი­ე­ბენ.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?
"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?
18-11-2025, 14:12
დაწვრილებით