თბილისში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა - რა მოხდა მაჩაბელზე, ერთ-ერთ სასტუმროში

"პირველების" ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტს ქალს ბრა ტყვია მოხვდა. შემთხვევა გუშინ მაჩებლის ქუჩაზე მოხდა.
"პირველების" ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც სროლა მოხდა, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. როგორც მეპატრონე "ტვ პირველს" ეუბნება, თურქეთის მოქალაქე ქალბატონს, ასხლეტილი ტყვია კაბაზე მოხვდა და ის ადგილი დაუწვა.
ტურისტს ექიმებმა შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს და უკვე კლინიკიდანაც გაწერეს.
ასხლეტილი ტყვია მოხდა, კედელი გაიარა ტყვიამ და კაბაში უპოვეს მერე ეს ტყვია. ოდნავ დაწვა ეს ადგილი, არაფერი არ ყოფილა. შემთხვევით მოხვდა. მარტო არ ყოფილა. არცერთ არაფერი სჭირდა. საერთოდ სავადმყოფოშიც არ უნდა წასულიყვო, მაგრამ მაინც შეეშინდა. თირქეთის მოქალაქეები არიან.
საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრტელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
