“ჯორჯინა ცდილობს, ილიას მხრიდან სავარაუდო გენდერულ ძალადობაზე მიანიშნოს... მას ადვოკატის პოვნა უჭირს" - თოფურია-უზკატეგიუს დაპირისპირების რა დეტალებზე საუბრობს ესპანელი ჟურნალისტი?

“ჯორჯინა ცდილობს, ილიას მხრიდან სავარაუდო გენდერულ ძალადობაზე მიანიშნოს... მას ადვოკატის პოვნა უჭირს" - თოფურია-უზკატეგიუს დაპირისპირების რა დეტალებზე საუბრობს ესპანელი ჟურნალისტი?

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. 15 დე­კემ­ბერს სპორ­ტსმენ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყო­ფილ პარტნი­ორს მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა.

  • "ჩემი დუ­მი­ლი დას­რულ­და" - თო­ფუ­რი­ას სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

ილია თო­ფუ­რი­ას თქმით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის აუ­ტა­ნე­ლი წნე­ხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. სპორ­ტსმე­ნი აცხა­დებს, რომ მას­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და შან­ტა­ჟი: ემუქ­რე­ბოდ­ნენ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, თუ ის გარ­კვე­ულ თან­ხას არ გა­და­იხ­დი­და.

"ბოლო თვე­ებ­ში გა­და­ვი­ტა­ნე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნის ჩემს სიმ­შვი­დეს, ჩემს ოჯახს და ჩემს სა­ხელს. მო­ვით­მი­ნე იმი­ტომ, რომ მინ­დო­და და­მეც­ვა შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნია, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ დუ­მი­ლი უკვე აღარ ნიშ­ნავს დაც­ვას - ეს ნიშ­ნავს სიც­რუ­ის და­ჯე­რე­ბას," - წერს თო­ფუ­რია.

სპორ­ტსმე­ნის თქმით, მას აქვს ყვე­ლა სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა (აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი), რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და:

  • გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბას;
  • მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბას;
  • ფუ­ლი­სა და პი­რა­დი ნივ­თე­ბის მო­პარ­ვას.

ყვე­ლა ეს მა­სა­ლა უკვე გა­და­ე­ცა სა­სა­მარ­თლოს. "ვინც მიც­ნობს, იცის, რომ არას­დროს მი­ძა­ლა­დია არა­ვის­ზე. ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მა, დის­ციპ­ლი­ნა და პა­ტი­ოს­ნე­ბაა", - დას­ძენს ჩემ­პი­ო­ნი.

ჯორ­ჯი­ნას ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია.

  • რას ამ­ბო­ბენ კუ­ლუ­ა­რებ­ში? - ჟურ­ნა­ლისტ მა­ნიუ მარ­ლას­კას დე­ტა­ლე­ბი

ეს­პა­ნურ გა­და­ცე­მა­ში El Programa de Ana Rosa ცნო­ბილ­მა წამ­ყვან­მა, მა­ნიუ მარ­ლას­კამ და­პი­რის­პი­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი გა­ახ­მა­უ­რა. მისი თქმით, ილი­ას გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვა­რი "პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯია".

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, წყვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო და­შო­რე­ბის პრო­ცე­სი.

“ჯორ­ჯი­ნა ცდი­ლობს, ილი­ას მხრი­დან სა­ვა­რა­უ­დო გენ­დერულ ძა­ლა­დო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნოს [სა­ზო­გა­დო­ე­ბას]" - ამ­ბობს მარ­ლას­კა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ილია კარ­გად ფა­რავს თა­ვის კვალს, აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას, რომ აქვს ჩა­ნა­წე­რე­ბი, ფლობს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ხელ­საყ­რე­ლი გან­შო­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტრა­ტე­გი­აა, რომ ის [ჯორ­ჯი­ნა] მის­გან ფულს ითხოვს.

“ამ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს იმის სათ­ქმე­ლად, - ფრთხი­ლად იყა­ვით, მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი იყო­სო", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

და­სას­რულ მანუ მარ­ლას­კამ აღ­ნიშ­ნა, რომ "ჯორ­ჯი­ნას ად­ვო­კა­ტის პოვ­ნა უჭირს“.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ჯორ­ჯი­ნას კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ილი­ას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას აკ­რი­ტი­კებს.

  • და­შო­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გია

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი პირ­ვე­ლად სექ­ტემ­ბერ­ში გაჩ­ნდა, რო­დე­საც მათ ერ­თმა­ნეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­წე­რა გა­უ­უქ­მეს, მო­დელ­მა კი სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი წა­შა­ლა. ნო­ემ­ბერ­ში თო­ფუ­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ო­და და ამის გამო 2025 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ბრძო­ლა­საც არ აპი­რებ­და.

ილია თო­ფუ­რია და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ერ­თად და მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით