ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, დედა ადგილზე დაიღუპა

თბილისში - ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
FB კომენტარები
