შვიდმა პირმა გამოძიებას რეალური მოძალადის ვინაობა დაუმალა, დანაშაული კი უდანაშაულო ადამიანს დაბრალდა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შვიდმა პირმა გამოძიებას რეალური მოძალადის ვინაობა დაუმალა, დანაშაული კი უდანაშაულო ადამიანს დაბრალდა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პი­რა­დი მო­ტი­ვით გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე, შვი­დი პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ერთი პი­რი­სათ­ვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არი­დე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­დეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­რი­ცხეს რე­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ცი­დენ­ტში და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ამ­ხი­ლეს სხვა, უდა­ნა­შა­უ­ლო პირი, რო­მელ­მაც, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის იმე­რე­თი­სა და რაჭა-ლე­ჩხუ­მის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) და 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ექვს პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო ერთ ბრალ­დე­ბულს გი­რაო შე­ე­ფარ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით