მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა - რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია?

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა - რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია?

სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. 44 წლის ქარ­თველ მა­მა­კაცს ბრა­ლად ედე­ბა 34 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი პარტნი­ო­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მსხვერ­პლის სპორ­ტუ­ლი მომ­ზა­დე­ბის წყა­ლო­ბით არ დას­რულ­და ფა­ტა­ლუ­რად.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ინ­ცი­დენ­ტი 14 დე­კემ­ბერს, ღა­მით, ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, კონ­ფლიქ­ტი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჯერ კი­დევ ტე­ლე­ფო­ნით და­ი­წყო, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კა­ცის აგ­რე­სია ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმა­ში გა­და­ი­ზარ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლის მო­საკ­ლა­ვად ორი სხვა­დას­ხვა თას­მა გა­მო­ი­ყე­ნა:

ჯერ სა­კუ­თა­რი სპორ­ტუ­ლი შარ­ვლის თას­მით სცა­და ქა­ლის დახ­რჩო­ბა, შემ­დეგ კი ქა­ლის ჰუ­დის თას­მა გა­მო­ი­ყე­ნა და მისი მო­გუდ­ვა გან­მე­ო­რე­ბით სცა­და.

34 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ქალი, რო­მე­ლიც საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მან ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დაც­ვის ილე­თის წყა­ლო­ბით მო­ას­წრო ხე­ლის ჩა­ყო­ლე­ბა თას­მა­სა და კი­სერს შო­რის, რი­თაც სა­სუნ­თქი გზე­ბის სრუ­ლი ბლო­კი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

პო­ლი­ცი­ამ ქა­ლის სხე­ულ­ზე, კერ­ძოდ კი ყე­ლი­სა და ხე­ლის არე­ში, თას­მით მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, რაც მის ჩვე­ნე­ბას ადას­ტუ­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს ორი­ვე - ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

  • უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბა: და­ნა­შა­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ში. საქ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­ძი­მეს მა­ტებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თავ­დას­ხმა არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით მოხ­და - შინ იმ­ყო­ფე­ბო­და ქა­ლის 14 წლის შვი­ლი.

საქ­მის სხვა დე­ტა­ლე­ბი:

პო­ლი­ცი­ამ და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს ტე­ლე­ფონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი "გან­გა­შის ღი­ლა­კი" (Panic Button) და­უ­მონ­ტა­ჟა, რათა საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მო­ი­ძა­ხოს. ქალ­მა და მის­მა ვაჟ­მა უარი თქვეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დას­ვლა­ზე და სა­კუ­თარ სახ­ლში დარ­ჩნენ.

44 წლის ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით დრო ითხო­ვა დაც­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ის ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბამ "ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა" და "ფე­მი­ცი­დის მცდე­ლო­ბის" მუხ­ლე­ბი ბოლო წლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ამ­კაც­რა, და­ნა­შა­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მი­იჩ­ნე­ვა, რო­დე­საც ის ბავ­შვის თვალ­წინ ხდე­ბა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით