ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე მანქანა ამოტრიალდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე - სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
FB კომენტარები
