რეზონანსული ამბის მოულოდნელი შემოტრიალება: რას ჰყვება დედა, რომელსაც დედამთილი შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს - "არასდროს მიცდია ბავშვების მოკვლა"

რეზონანსული ამბის მოულოდნელი შემოტრიალება: რას ჰყვება დედა, რომელსაც დედამთილი შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს - "არასდროს მიცდია ბავშვების მოკვლა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შუ­ა­ხე­ვის მა­ღალმთი­ან სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­დან, იქ, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბაც კი ჭირს და კლდე­ე­ბი­დან ქვე­ბი ცვი­ვა, ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, ფილ­მის სცე­ნა­რის მსგავ­სი დრა­მა მო­ვის­მი­ნეთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო 44 წლის მა­რი­ნა ბე­ბია, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ სა­კუ­თარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი ტყუ­პე­ბი - ნიკა და ლუკა გა­და­ერ­ჩი­ნა.

ქალი ჰყვე­ბო­და, რომ ტყუ­პე­ბი 8-თვი­ა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ. მისი თქმით, მა­შინ, როცა ჩვი­ლე­ბი ჯერ კი­დევ აპა­რატ­ზე იყ­ვნენ შე­ერ­თე­ბულ­ნი და სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძოდ­ნენ, ოჯახ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ "რძა­ლი შვი­ლებს ყიდ­და". ასე­ვე ქალ­მა გა­იხ­სე­ნა ის დღეც, როცა რძა­ლი სახ­ლი­დან წა­ვი­და და და­ა­მა­ტა, რომ მას შემ­დეგ დე­დას შვი­ლე­ბი არ მო­უ­კი­თხავს.

  • უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი თით­ქმის მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გულ­თან მი­ი­ტა­ნა. თუმ­ცა ის­ტო­რი­ის მიღ­მა იმა­ლე­ბა მწა­რე რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ მე­ო­რე მხა­რის­გან, ანუ ბავ­შვე­ბის დე­დის­გან მო­ვის­მი­ნეთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­და­ცე­მის გას­ვლის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა დედა და­უ­კავ­შირ­და "ნა­ნუ­კას შოუს" და მოჰ­ყვა, რა მოხ­და წლე­ბის წინ რე­ა­ლუ­რად.

"იძა­ხის, რომ კლავ­დაო... არას­დროს არ მიც­დია ეს... ქა­ლიშ­ვი­ლი რომ არ ვი­ყა­ვი, ეგ იყო პრობ­ლე­მა... ეგე­თი წესი ჰქო­ნი­ათ, მე­ო­რე დღეს რომ ავი­და, უნდა ენა­ხა რა­ღაც ჩემს სა­წოლ­ზე... მაგ დღეს წა­მიყ­ვა­ნეს, მუ­სულ­მა­ნად მო­ი­ნათ­ლეო... თუ დედა ბი­ნას მი­ყიდ­და, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბო­და და ეს აღარ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა... აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ ბავ­შვე­ბის­თვის. ბავ­შვის ორი სვიტ­რი წა­მო­ვი­ღე, იმა­ზეც მე­ჩხუ­ბა რა­ტომ წა­ი­ღეო" - ჰყვე­ბა მარი ბარ­ბა­ქა­ძე.

ირ­კვე­ვა, რომ მას შემ­დეგ, რაც დე­დამ­თილ­მა გა­ი­გო, რომ რძა­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი არ იყო, გო­გოს დე­დას და­უ­რე­კა, შვი­ლი წა­ეყ­ვა­ნა.

"და­ვუ­რე­კე დე­და­მისს, შენი შენი შვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი არ არის და რა ხდე­ბა-თქო და მი­თხრა, რომ ოღონდ ახლა და­ი­ტო­ვეო, მე სახ­ლს ვუ­ყი­დიო" - ამ­ბობს დე­დამ­თი­ლი, მას მერე, რაც ნა­ნუ­კამ მას რძალ­თან ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ და­უ­რე­კა.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ასე­ვე მარი ბარ­ბა­ქა­ძის ახ­ლო­ბელს, რო­მელ­მაც თქვა, რომ "გო­გო­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და".

"მარი სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­ვი­ცა­ნით, 16 წლის იყო როცა იმ­შო­ბი­ა­რა, მთე­ლი ღა­მე­ე­ბი ტი­რო­და, ექთ­ნე­ბიც კი დარ­დობ­დნენ მას­ზე, არ ვი­ცო­დით, რო­გორ გვეშ­ვე­ლა მის­თვის. აშ­კა­რა იყო, რომ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და. მუდ­მი­ვად ვკი­თხუ­ლობ­დი მა­რის ამ­ბავს, ერთხე­ლაც მო­მი­ვი­და მის­გან მე­სი­ჯი, შე­მეშ­ვი თო­რემ ოჯახს და­გინ­გრე­ვო, მივ­ხვდი, რომ მისი სა­ხე­ლით დე­დამ­თი­ლი მწერ­და" - ამ­ბობს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით