პიტბულმა 2 წლის ბავშვი სასიკვდილოდ დაგლიჯა: რას ჰყვება გოგონას დედა უმძიმეს ტრაგედიაზე?

პიტბულმა 2 წლის ბავშვი სასიკვდილოდ დაგლიჯა: რას ჰყვება გოგონას დედა უმძიმეს ტრაგედიაზე?

სა­ბერ­ძნეთ­ში, კუნ­ძულ ზა­კინ­თოს­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ბრი­ტა­ნე­ლი დედა, რომ­ლის 2 წლის შვი­ლიც ოჯა­ხის კუთ­ვნილ­მა პიტ­ბულ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ დაგ­ლი­ჯა, მომ­ხდა­რის შო­კის­მომ­გვრე­ლი დე­ტა­ლებს Daily Mail -თან იხ­სე­ნებს. 32 წლის რობი დი­ტის თქმით, მათი უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გო­ნა სა­კუ­თარ ეზო­ში ძაღ­ლის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი წა­მებ­ში გახ­და.

2 წლის ლეონ დუ­ლია მას შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, რაც მშობ­ლებ­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ი­დან დაბ­რუნ­და და ეზო­ში დაბ­მულ ძაღ­ლთან სა­თა­მა­შოდ მი­ვი­და.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა Daily Mail-თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ტრა­გე­დია "30 წამ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში" მოხ­და. ის მომ­ხდარს ახ­ლო­მახ­ლო მყოფ მო­ნა­დი­რე­ებს უკავ­ში­რებს და ვა­რა­უ­დობს, რომ თო­ფე­ბის ხმამ და სასტვე­ნებ­მა ძაღ­ლი და­აფრ­თხო და აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­და.

რობი მე­უღ­ლეს­თან - ლუ­კას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, ზა­კინ­თოს­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

"ლე­ო­ნი ნე­ბის­მი­ე­რი დე­დის ოც­ნე­ბა იყო, ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი ბავ­შვი. მას­ზე ვამ­ბობ­დით, რომ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც კი აყ­ვა­რებ­და თავს, ვი­საც ბავ­შვე­ბი არ უყ­ვართ. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, მუ­დამ იღი­მო­და და ჩვენ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოჰ­ქონ­და", - იხ­სე­ნებს ატი­რე­ბუ­ლი დედა.

ოჯახს ბევ­რი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი ჰყავს - კა­ტე­ბი, ცხე­ნე­ბი და ძაღ­ლე­ბი. რო­ბის თქმით, პიტ­ბულს აქამ­დე აგ­რე­სია არას­დროს გა­მო­უვ­ლე­ნია.

"ჩემ­მა ქმარ­მა ეს ძაღ­ლი გა­და­არ­ჩი­ნა. ის ეზო­ში, 10-მეტ­რი­ა­ნი ჯაჭ­ვით იყო დაბ­მუ­ლი, რო­მე­ლიც ტყის პი­რას გა­დის. იმ დროს იქ ნა­დი­რობ­დნენ. ის­მო­და თო­ფე­ბის სრო­ლი­სა და სხვა ძაღ­ლე­ბის ხმა, მო­ნა­დი­რე­ე­ბი სასტვე­ნებს იყე­ნებ­დნენ. მჯე­რა, რომ სწო­რედ ამან და­აფრ­თხო ძაღ­ლი და მისი აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია", - ამ­ბობს რობი დიტი.

დე­დის თქმით, "ბავ­შვი ძაღ­ლთან ხში­რად თა­მა­შობ­და, ეფე­რე­ბო­და..."

"რა­ღაც გა­და­უტ­რი­ალ­და... იმ 30 წამ­ში, ვიდ­რე ჩვენ სახ­ლში პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ტა­ნად შე­ვე­დით, ლე­ო­ნი მას­თან მი­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და. ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მო­ვი­და და გვი­თხრა: "ლე­ონს პიტ­ბულ­მა უკბი­ნა". გა­რეთ გავცვივ­დით, ბავ­შვი ძირს იწვა და არ მოძ­რა­ობ­და, თუმ­ცა ძაღ­ლი მას­თან ახ­ლოს აღარ იყო. ეს იყო მხო­ლოდ ერთი ნაკ­ბე­ნი..."

მშობ­ლებ­მა ბავ­შვი სას­წრა­ფოდ მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ გა­ქან­დნენ, გზა­ში კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და შეხ­ვდათ. თუმ­ცა, ექი­მებ­მა პა­ტა­რას გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

"ლე­ონს და­ბა­დე­ბის დღე სულ რა­ღაც ორი კვი­რის წინ ჰქონ­და. როცა და­ი­ბა­და, უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სულ მქონ­და რა­ღაც მტან­ჯვე­ლი ეჭვი, რომ ის ჩემ­თან დიდ­ხანს არ იქ­ნე­ბო­და და ახლა ეს მოხ­და... საფრ­თხე რომ მეგ­რძნო, ლე­ონს პიტ­ბულ­თან სა­თა­მა­შოდ არას­დროს გა­ვუშ­ვებ­დი", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მშობ­ლებს ბრალს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბენ, თუმ­ცა რობი ამას უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჯერ არა­ფე­რი უთ­ქვამს. ამ დრო­ის­თვის ძაღ­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით