სასამართლომ გორში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ გორში, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გორ­ში მომ­ხდა­რი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

  • ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 10 მარტს, გორ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა მას­თან ერ­თად მცხოვ­რებ ბა­ბუ­ას სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო, მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
21-11-2025, 23:30
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით