"ჩემი სახლი ლას-ვეგასი კი არა, საქართველოშია! ვეგასში იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა" - დვალიშვილის პასუხი რუს მეტოქეს, დიდი ბრძოლის წინ

"ჩემი სახლი ლას-ვეგასი კი არა, საქართველოშია! ვეგასში იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა" - დვალიშვილის პასუხი რუს მეტოქეს, დიდი ბრძოლის წინ

7 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 08:30 სა­ა­თი­დან, UFC 323-ზე მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მარს მე­ო­თხედ და­ი­ცავს. "მან­ქა­ნა" რუს პი­ოტრ იანს მე­ო­რედ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუს­მა მებ­რძოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ბრძო­ლა­ში მე­რა­ბი თა­ვის სახ­ლში ჩხუ­ბობ­და და ამ მხრივ დვა­ლიშ­ვილს უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და:

"მე­რა­ბის მე­ო­თხე ბრძო­ლა წელს? სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში ჩხუ­ბი მარ­ტი­ვია. აქ და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ის თავს გრძნობს ისე, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. მეც შე­მიძ­ლია ჩემი სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში ყო­ველ შა­ბათს ჩხუ­ბი. 2018-ში ვი­ჩხუ­ბე 5-ჯერ, მაგ­რამ რუ­სეთ­ში არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა".

  • დვა­ლიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლოა და არა ლას-ვე­გა­სი.
  • "იანი უბრალოდ თავს იმართლებს, ჩემი სახლი აქ კი არა, საქართველოშია! ვეგასში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. კიდევ ერთხელ რომ დაგამარცხებ, თავს რით გაიმართლებ? პიოტრსაც შეუძლია ლას-ვეგასში იცხოვროს, მაგრამ ის ტაილანდში ცხოვრობს და იქ გაფრინდება, სადაც ბრძოლა მოუწევს. სხვათა შორის, მე ნიუ-ჯერსიში, რუსეთში, კანადაში და აშშ-ს სხვა შტატებშიც მიბრძოლია, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სადაც ბრძოლა იმართება, შეგიძლია იქ იცხოვრო, ამის სრული უფლება გაქვს.

     

    ჯერჯერობით დივიზიონის შეცვლაზე არ ვფიქრობ. არ მინდა აქეთ-იქით ხტომა და წონის დაკლება ან მომატება. მინდა, რომ ამ წონაში ყველა მეტოქე დავამარცხო. თუ UFC მოისურვებს, რომ წონა შევიცვალო, რა თქმა უნდა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ამ ჯენტლმენზე ვარ ფოკუსირებული, რომელსაც ჩემი დამარცხება სურს, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს არ დავუშვა", - განაცხადა დვალიშვილმა.

     

    შეგახსენებთ, დვალიშვილსა და იანს შორის პირველი ბრძოლა 2023 წლის 3 დეკემბერს გაიმართა და ქართველმა პიოტრი უშანსოდ დაამარცხა. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
7-11-2025, 16:51
დაწვრილებით