"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია... წამოსვლამდე გავუძელი უმუშევრობას" - ცნობილი ექიმის ახალი ცხოვრება ამერიკაში: რას ჰყვება დავით ლოლაძე

"ყველაფერი დავტოვე და წამოვედი, ეს არის იძულებითი ემიგრაცია... წამოსვლამდე გავუძელი უმუშევრობას" - ცნობილი ექიმის ახალი ცხოვრება ამერიკაში: რას ჰყვება დავით ლოლაძე

ექი­მი და­ვით ლო­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა იც­ნობს, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. ის ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და ექი­მის პრო­ფე­სი­ი­თაც იქ მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ემიგ­რა­ცია იძუ­ლე­ბი­თია.

მან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს ალექ­სი მეგ­რე­ლიშ­ვილს, ნიუ-იორკში მის­ცა.

და­ვით ლო­ლა­ძე: "ეს იყო გა­სუ­ლი წლის 11 ნო­ემ­ბერს. ამე­რი­კა არ იყო ჩემ­თვის უცხო. ხში­რად დავ­დი­ო­დი, 2010 წელი იყო პირ­ვე­ლად ჩემი ჩა­მოს­ვლის დრო. ვიც­ნობ ნიუ-იორკს, ვიც­ნობ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს. ნუ გან­სა­კუთ­რე­ბით ვიცი, რა რუ­ტი­ნაა ჩვენს სფე­რო­ში და ზო­გა­დად, აქ ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რო­ბენ. ანუ ჩემ­თვის ეს ემიგ­რა­ცი­ის და­სა­წყი­სი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი... არა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცია იმის, რომ მე სამი დიდი კლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი ვი­ყა­ვი, ცნო­ბი­ლი ექი­მი ვარ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქი­რურ­გი ვარ, ოთხი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა... აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტრა­პთან დავ­ტო­ვე, ჩა­ი­ბა­რეთ და წა­ვე­დი. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ნამ მარ­თლა სიკ­ვდი­ლის პი­რას არ მი­ვალთ, ექიმ­თან მის­ვლა ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ეზი­ზღე­ბა და ეზა­რე­ბა და ეში­ნია ან ფი­ნან­სე­ბი არ არის. ნამ­დვი­ლად. ეს აქაც ასეა. ... ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტი თუ შენ­თან მო­ვი­და და შენს ოფის­შია, ესე იგი უკვე გენ­დო­ბა. მას კი­თხვე­ბი აქვს მხო­ლოდ თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის ირ­გვლივ.

რე­ა­ლუ­რად უნდა ვა­ღი­ა­რო და ალ­ბათ პირ­ვე­ლად დღეს, რომ ეს არის ემიგ­რა­ცია, რო­მე­ლიც არის ჩემი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. არას­დროს არ ყო­ფი­ლა ჩემი ოც­ნე­ბა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა. ... მე წა­მოს­ვლამ­დე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პრაქ­ტი­კულ უმუ­შევ­რო­ბას გა­ვუ­ძე­ლი, იმი­ტომ, რომ ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბო­და ცვლი­ლე­ბა.

არ ვიცი ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვერ ამიხ­სნეს. ... მე მერე მო­ვი­თხო­ვე ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერთი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი აი, იპა­რე­ბოდ­ნენ შუა შეხ­ვედ­რი­დან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბებ­ში და შე­სა­ბა­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, რაც უნდა იყოს. რა­საც ჰქვია ევ­რო­პუ­ლი, და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა. მე ვა­პი­რებ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს არ მო­ვაკ­ლო ძა­ლი­ან მალე და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­ვი­დე და გა­ვა­კე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბი.

კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას წინ უს­წრებ­და მოთ­მი­ნე­ბის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, როცა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით ჩემ­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყდა წინა სამ­სა­ხურ­ში და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე ცალ­კე შემ­ხვედ­რი­ან და ფუ­ლიც შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, რომ წა­მო­დი ჩვენ­თან იმუ­შა­ვეო, სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გნენ. პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი ვი­ფიქ­რე, რომ ცოტა და­ვის­ვე­ნებ­დი. როცა გა­მოჩ­ნდე­ბა მერე, გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას-თქო. არა­ვინ არ გა­მოჩ­ნდა. მერე და­ვი­წყე ამ ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი, ხალ­ხო სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბა-თქო. მე ოპე­რა­ცი­ებ­ზე მო­ნა­დი­რე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. თვე­ში გა­მი­კე­თე­ბია ორ­მო­ცი ოპე­რა­ცი­აც და ხუთი ოპე­რა­ცი­აც. როცა ნაღ­ვლის ოპე­რა­ცი­ა­ში 90 ლარს გიხ­დი­ან რთუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო ძვი­რი ქვე­ყა­ნაა და ძვი­რია ცხოვ­რე­ბა. სის­ტე­მა არ გაძ­ლევს ღირ­სე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბას, მაგ­რამ გე­უბ­ნე­ბა რომ მიდი მო­ი­პა­რე. ფარ­მა­ცევ­ტე­ბის­გან აიღე ცოტა, პა­ცი­ენ­ტებს გა­მო­არ­თვი...

არ ვიცი ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი რა იყო. ვერ ამიხ­სნეს, რა იყო მი­ზე­ზი. მი­თხრეს, რომ კონ­ტრაქ­ტი ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და და ვსო. იყო სუ­ლე­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი. ვა­პი­რებ, რომ შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში როცა ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ის რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, მე ჩა­ვალ ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - თქვა ლო­ლა­ძემ "იუ­თუბ" გა­და­ცე­მა "უეჭ­ვე­ლი ქარ­თვე­ლის" სტუმ­რო­ბი­სას.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
8-10-2025, 20:49
დაწვრილებით