გელა ბარკალაიას განცხადება ყაჩაღობასთან დაკავშირებით

"დილის 11 საათზე შეცვივდნენ შეიარაღებულები. დაცვა ჰყავდათ იქ მოურავებს და დააბეს, მიაბეს მოაბეს, გაკოჭეს... მე ასეთი არაფერი მინახავს...
12-ზე ჩავედი საგურამოში და მთელი საგურამო გადაკეტილი იყო, ამერიკულ ფილმშიც კი არ მინახავს, აყვანილი ჰყავდათ [ეჭვმიტანილები] უკვე ზოგი სად, ზოგი სად... ყაჩაღები იყვნენ... საგურამოში მოურავები ცხოვრობენ.
პირველ სართულზე რემონტს ვაპირებდით და იქ ფასეული არაფერი იყო" -თქვა ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საგურამოში გელა ბარკალაიას სახლი დააყაჩაღეს.
FB კომენტარები
