გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

წყაროს ინფორმაციით, საგურამოში ცნობილი ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააყაჩაღეს. ნაცემია ოჯახის დამხმარე, ასევე სახლის მომვლელიც. ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ "პირველებს" გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა.ბიზნესმენი ამბობს, რომ ის მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ორი პირი დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია