ყაჩაღობა საგურამოში: 70 წლამდე პირს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, სცემეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს: დაკავებულია ორი პირი - რას აცხადებს შსს?

ყაჩაღობა საგურამოში: 70 წლამდე პირს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, სცემეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს: დაკავებულია ორი პირი - რას აცხადებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს სა­გუ­რა­მოს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი - 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჯ. და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­გუ­რა­მო­ში, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თავს და­ესხნენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მარ­ტო მყოფ - 1956 და­ბა­დე­ბულ ვ.ხ.- ს, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით თან­ხა მოს­თხო­ვეს.

ვ.ხ.ს სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე - ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
21-11-2025, 23:30
დაწვრილებით