სასაფლაოზე დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ბრალდებულს განაჩენს ნაფიცები გამოუტანენ: "ისეთი ადამიანი მოკლა, სამუდამო უნდა მიესაჯოს"

სასაფლაოზე დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ბრალდებულს განაჩენს ნაფიცები გამოუტანენ: "ისეთი ადამიანი მოკლა, სამუდამო უნდა მიესაჯოს"

მკვლე­ლო­ბა მოხ­და 17 ივ­ლისს ადი­გენ­ში. 34 წლის მა­მა­კაცს ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა - და­ა­კა­ვეს ერთი პირი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ.

მოკ­ლუ­ლი 34 წლის შოთა ხა­რა­იშ­ვი­ლია. მკვლე­ლო­ბა სო­ფელ ფხე­რო­ში მოხ­და.

  • რას ამ­ბობ­და იმ დროს შსს?

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 17 ივ­ლისს, ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ხ.-ს, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ი.მ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მი იყო შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა.


"ბა­თია (ასე ეძახ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბი შოთა ხა­რა­იშ­ვილს) იყო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მსგავ­სი მარ­თლა არა­ვინ გა­მიც­ნია, ჯერ ცხოვ­რე­ბა­ში უაღ­რე­სად თბი­ლი, კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მის­გან ერთ უწ­მა­წურ და უშნო სი­ტყვას ვერ გა­ი­გებ­დით. გი­ნე­ბა რომ იცი­ან ბი­ჭებ­მა, მის­გან ერთხელ არ გა­მი­გია მსგავ­სი სი­ტყვა. ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო ბა­თია, მისი ასე გა­მე­ტე­ბის­თვის, იმ კაცს სა­მუ­და­მოს მივ­ცემ­დი. იმე­დია, ნა­ფი­ცე­ბი სწორ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტა­ნენ" - გვე­უბ­ნე­ბი­ან ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი.

"რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­სუ­ლი სო­ფელ­ში ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლიც, შოთა, რო­მე­ლიც ასე­ვე გორ­ში ცხოვ­რობ­და და მა­ში­ნაც ორი კვი­რით იყო ჩა­სუ­ლი მა­მა­მის­თან, ცოლ-შვი­ლით და სამ­წუ­ხა­როდ, ასე მოხ­და. შო­თას მე­უღ­ლე და პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა, პა­ტა­რა გო­გო­ნა და­ა­ობ­ლა, იმ კაც­მა, მკვლე­ლი იუზა მა­ჭა­რაშ­ვი­ლია. იმე­დია სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა, იმე­დია ნა­ფი­ცე­ბი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, შო­თა­ზე რომ რამე ცუდი თქვას. ყვე­ლას მხო­ლოდ კარ­გით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. თა­ვის ნე­ბით არ და­უ­ტო­ვე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ახალ­გაზ­რდა ჯან-ღო­ნით სავ­სე ახალ­გაზ­რდა, ოჯახ­ზე იყო გა­და­ყო­ლი­ლი თვი­თო­ნაც დედა არ ჰყავ­და, ჯერ ისევ სკო­ლა­ში და­დი­ო­და დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა და სი­ცო­ცხლეც ასე უბე­დუ­რად და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს " - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის კი­დევ ერთი ნა­თე­სა­ვი.

რას ჰყვე­ბოდ­ნენ 17 ივ­ლისს მოკ­ლუ­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი?

"მკვლე­ლო­ბის დღეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ქა­ლის გას­ვე­ნე­ბა იყო. რო­გორც მე ვიცი, ეს ბი­ჭე­ბი მე­საფ­ლა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ. ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ გა­ვი­გე, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე­ვე და­ი­წყეს ჩხუ­ბი, მერე სო­ფელ­ში დაბ­რუნ­დნენ და აქაც გა­აგ­რძე­ლეს, კლუ­ბის წინ. ვიცი, რომ დანა და­არ­ტყა და ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. სას­წრა­ფოც იყო და პო­ლი­ცი­აც, წა­უყ­ვა­ნი­ათ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ იქ უთხრეს და­ღუ­პუ­ლი შე­მო­იყ­ვა­ნე­სო“,- ამ­ბობ­და მოკ­ლუ­ლის ნათ­ლუ­ლი მა­შინ "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან" სა­უბ­რი­სას.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მეს გო­რის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
2019 წელს ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გახსნა 6 წლის შემდეგ მოხერხდა - ბრალდებულმა შვილის თანდასწრებით მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები უმწეო მოხუცს: რა დეტალები ხდება ცნობილი?
21-11-2025, 23:30
დაწვრილებით