დაკავებულია სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელმაც მოქალაქეების მიერ, ბინის შესაძენად დარიცხული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა - გამოძიების დეტალები

დაკავებულია სამშენებლო კომპანიის მფლობელი, რომელმაც მოქალაქეების მიერ, ბინის შესაძენად დარიცხული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა - გამოძიების დეტალები

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია, შპს "ისა­ნი კომ­ფორ­ტის" 49.99%-იანი წი­ლის მფლო­ბელ­ზე.

  • უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში პი­რის ვი­ნა­ო­ბა არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის 49.99%-იან წილს გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე ფლობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "ისა­ნი კომ­ფორ­ტს" თბი­ლის­ში, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა, ბრალ­დე­ბულ­მა 73 მო­ქა­ლა­ქის მიერ კომ­პა­ნი­ის­თვის გა­დახ­დი­ლი 3 596 254 ლარი, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის, პი­რად და მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­და­რი­ცხა.

"და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბულ­მა მის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლით, 160 000 აშშ დო­ლა­რად და 23 290 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი და 83 560 ლა­რის სა­სა­ქონ­ლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, შპს „ისა­ნი კომ­ფორ­ტის“ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსში ქო­ნე­ბის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მა და ორი მო­ქა­ლა­ქის ჯამ­ში 119 273 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა, შემ­დეგ კი ხსე­ნე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია სხვა პი­რებ­ზე მო­ახ­დი­ნა,“ - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით, 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კომ­პა­ნია „ისა­ნი კომ­ფორ­ტს“, რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის 2014 წელს არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. კომ­პა­ნი­ის 50.01% მა­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძეს ეკუთ­ვნის, ხოლო 49.99% გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძეს.


ამას­თან, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი გუ­ჯა­ბი­ძე "ისა­ნი კომ­ფორ­ტის" გარ­და ჯამ­ში, 17 კომ­პა­ნი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, აქე­დან 16-ში წი­ლე­ბი აქვს, ხოლო 1 კომ­პა­ნი­ა­ში მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერს საძინებელში ფარულად ვიდეო ჩამწერი დაუმონტაჟა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა კი გაავრცელა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერს საძინებელში ფარულად ვიდეო ჩამწერი დაუმონტაჟა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა კი გაავრცელა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
19-11-2025, 00:38
დაწვრილებით