საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

საჯარო სკოლებში ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ "ოცნების" მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ითვალისწინებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 60 000 ქულაზე ან უფრო ნაკლებით შეფასებული ოჯახები ფორმებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ.

ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით," - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
კახა კალაძე - შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის, ვაფრთხილებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა გააკეთეს - სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება

9-10-2025, 14:08
დაწვრილებით