SOS! - "გაფრთხილდით გოგოებო! მეგობარმა გამოიძახა ტაქსი, ვიღაც ვ.ჩ შეხვდა..." - მოქალაქე საზოგადოებას აფრთხილებს

SOS! - "გაფრთხილდით გოგოებო! მეგობარმა გამოიძახა ტაქსი, ვიღაც ვ.ჩ შეხვდა..." - მოქალაქე საზოგადოებას აფრთხილებს

მოქალაქე ანა ქურდაძე ტაქსის მძღოლთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს:

"გაფრთხილება!!! მეგობარმა გამოიძახა ტაქსი, ვიღაც ვ.ჩ შეხვდა... დიღმის მასივიდან ჩემს სახლამდე.

მეორე რუკაზე მონიშნულია გზა, რა გზითაც წავიდა. არანაირი გზა არ მიდის მანდ. კორპუსებია და უკან დაუსახლებელი ადგილი.

ტაქსის მძღოლი მთელი გზის განმავლობაში ცდილობდა საუბარს ჩემს მეგობართან. არ სცემდა პასუხს, მაგრამ ის თავისთვის საუბრობდა.

ეუბნებოდა, რომ მის მანქანაში ისაა უფროსი და მიიყვანს დანიშნულების ადგილზე. კარებს აღებდა და კეტავდა. როცა გზიდან გადაუხვია ყვირილი დაუწყო მეგობარმა და რომ გააჩერა არ აღებდა კარს, მეგობარს ხელში თერმოსი ჭიქა ეჭირა და უკნიდან დაემუქრა თავში ჩარტყმით ალბათ შეეშინდა მართლა ჩამარტყამსო თან ყვირილისაც შეეშინდა და გააღო კარი.

გადმოვიდა მეგობარი და იქიდან ფეხით მოვიდა ჩემს სახლამდე, აკანკალებული და შეშინებული. ის კი უყვიროდა და ემუქრებოდა.

აქვე განვმარტავ, რომ იქ გზა არსად მიდის, რომ გზა არეოდა. გასცდა ჩასახვევს, რომელიც ჩემს სახლამდე მოიყვანდა ზუსტად 1 წუთში. თან რუკაც უჩვენებდა გზას.

მთელი გზა სირბილით მოვიდა მეგობარი. უბრალოდ ამხელა შიში რატომ უნდა გადაეტანა ვიღაცა იდიოტი ტაქსისტის გამო! გაფრთხილდით გოგოებო!" - წერს ანა ქურდაძე 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ჩანგლით დაუსახიჩრა სახე და თვალები... პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... საწყალმა გოგომ მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები ახლა მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა

10-10-2025, 21:31
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"მე და ციცოს სერიოზული ჯახი, კონფლიქტი მოგვივიდა, ამ ეტაპზე იმ შენობაში ცხოვრება არ მინდა" - რა მოხდა ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის და რატომ აღარ ცხოვრობს ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მის სახლში

16-11-2025, 14:05
დაწვრილებით