სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - 3 დაჭრილიდან, ერთ-ერთი გარდაიცვალა: რა დეტალები ხდება ცნობილი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - 3 დაჭრილიდან, ერთ-ერთი გარდაიცვალა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ქუ­თა­ის­ში, გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ სრო­ლა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის შე­დე­გად დაჭ­რი­ლია სამი პირი. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ამ დრომ­დე და­უდ­გე­ნე­ლი პირი ერთ-ერთ ეზო­ში შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც "ინფო იმე­რეთს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ეზო­ში მო­ტო­ციკ­ლით პირი შე­ვი­და, რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა და 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ის­ში, გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

“გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა, ქუ­თა­ის­ში გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კორ­პუს­თან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა სამი პირი: 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ყ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.რ. და 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.გ. და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ერთ-ერთი მათ­გა­ნი - შ.ყ. გარ­და­იც­ვა­ლა.

დამ­ნა­შა­ვე პი­რის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით