ემიგრანტი ქალი დანის 41 დარტყმით მოკლეს - ოჯახი ხელს ზუგდიდელ დეტექტივს და მის ოჯახს ადებს [რა მოხდა სამეგრელოში]
![ემიგრანტი ქალი დანის 41 დარტყმით მოკლეს - ოჯახი ხელს ზუგდიდელ დეტექტივს და მის ოჯახს ადებს [რა მოხდა სამეგრელოში] ემიგრანტი ქალი დანის 41 დარტყმით მოკლეს - ოჯახი ხელს ზუგდიდელ დეტექტივს და მის ოჯახს ადებს [რა მოხდა სამეგრელოში]](/uploads/posts/2025-11/nat.jpg)
ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო, ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, ნათლად ჩანს წამების კვალი.
მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალფდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა.
- ნათია აფხაზავა ემიგრანტი იყო, საქართველოდან წლების წინ გერმანიაში წავიდა, სადაც დაოჯახდა და ორი შვილს ზრდიდა. მისი შემოსავლის დიდ ნაწილს საქართველოში აგზავნიდა. ოჯახის მტკიცებით, ნათიამ მისთვის და მისი დედმამიშვილებისთვის ხუთი ბინა შეიძინა, რომელსაც არემონტებდა და აწყობდა. ეს პროცესი კი მის ბიძაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ნიკა სოხაძეს ჰქონდა ჩაბარებული. ოჯახის მტკიცებით, საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტმა აღმოჩინა, რომ ფული არამიზნობრივად იყო დახარჯული, აფხაზავების განცხადებით, მკვლელობაც ამის გამო მოხდა.
სასტიკად მოკლული ქალის დედა, თამრიკო აფხაზავა განმარტავს, რომ ჯამში გამომძიებელ სოხაძეს ნათია აფხაზავამ სავარაუდოდ 200 000 ევრო გადასცა იმისათვის, რომ სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რაც აფხაზავამ გამომძიებელს ხარჯების ამონაწერი მოთხოვა. მოკლული ქალის მშობლების თქმით, ნათიამ გერმანიაში სესხი, 50 ათასი ევრო, აიღო, რომ ნათესავებს, რომლებიც ბინის რემონტში ეხმარებოდნენ, ვალების გასტუმრებაში დახმარებოდა.
დედა ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ნათია ხაჩატურინმა თავად აღიარა, რომ მეუღლემ და დედამთილმა დანაშაულის მზადების შესახებ იცოდნენ. თუ მოკლულის ოჯახის წევრების ნათქვამს დავეყრდნობით დეტექტივმა სოხაძემ თავად ჩაიდინა დანაშაული და ინფორმაცია სავარაუდო მკვლელობის შესახებ დამალა, ისევე როგორც მისმა დედამ და მკვლელის დედამთილმა.
ოჯახის მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელმა 112-ში არ გამოიძახა და დანაშაულის შესახებ არც მის ზემდგომებს აცნობა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის საქმე ზუდიდის რაიონულ სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულა. ბრალდებული მხოლოდ სოხაძის ცოლი 34 წლის ნათია ხაჩატურიანია, რომლის უვადო პატიმრობას მოკლულის ოჯახი ითხოვს.
