სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტერ­მი­ნა­ლი.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მე­ბი­დან (ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან) კამ­პა­ნი­უ­რად ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მა­სა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტერ­მი­ნა­ლე­ბის ქსე­ლე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხსე­ნე­ბუ­ლი მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მე­ბის არ­ცერთ წარ­მო­მად­გე­ნელს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის ამ დრომ­დე არ მო­უ­მარ­თავს.თა­ვის მხრივ, არა­ნა­ი­რი მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც. ამ უკა­ნას­კნელ­მა, გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, მი­უ­თი­თა ასე­თი ქსე­ლე­ბის უკ­რა­ი­ნას­თან, ფრონ­ტის ხაზ­ზე და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

ამა­ვე დროს, გან­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე და­ტა­ნილ­მა ლო­კა­ცი­ამ და­ტო­ვა მათ მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სივ­რცე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ.

ჩვენ პრო­აქ­ტი­უ­ლად ვცდი­ლობთ გა­ვარ­კვი­ოთ, რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ისე­თი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტულ ჯგუ­ფებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცრუ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მათ “ამ­ხი­ლეს რუსი ოკუ­პან­ტე­ბის გეგ­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე”.

“თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს და­ნა­ყო­ფებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტერ­მი­ნა­ლე­ბის ქსე­ლე­ბი. მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი გე­ო­ლო­კა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­ნამ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი აგ­რე­სია გრძელ­დე­ბა, მტერს მსოფ­ლი­ოს არც ერთ წერ­ტილ­ში უსაფრ­თხო ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას თან ერ­თვის რუკა, სა­დაც მო­ნიშ­ნუ­ლია ამ ტერ­მი­ნა­ლე­ბის (შტა­ბე­ბის) ლო­კა­ცი­ე­ბი და ერთ-ერთ ასეთ ად­გი­ლად თბი­ლი­სია მო­ნიშ­ნუ­ლი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა - გენერალური პროკურორი
17-10-2025, 19:26
დაწვრილებით