ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე

ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე

მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი თე­მურ ები­ტაშ­ვი­ლის პოდ­კას­ტშიგულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს პო­პუ­ლა­რო­ბის თან­მდევ ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. ის ადა­ნა­შა­უ­ლებს მე­დი­ას გა­მიზ­ნულ „იმი­ჯის შე­ლახ­ვა­ში“ და ისა­უბ­რა სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პლექ­სებ­ზე. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს.

"არას­დროს მნდო­მე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბა" – "ცივი" იმი­ჯი და იმუ­ნი­ტე­ტი ბო­რო­ტულ ჭო­რებ­ზე

"შე­იძ­ლე­ბა, შო­რი­დან ცივი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ, ალ­ბათ სა­ნამ გა­მიც­ნობს ადა­მი­ა­ნი. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გა­რეგ­ნო­ბაც მაქვს, არ ვიცი, მაგ­რამ მერე რომ მიც­ნო­ბენ, რე­ა­ლუ­რად ეს ასე არ არის. თით­ქმის ყვე­ლას უთ­ქვამს, რომ აი, შო­რი­დან ძა­ლი­ან ცივი ჩან­ხარ, რა­ღაც უკა­რე­ბა გვე­გო­ნე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასე­თი არ ყო­ფილ­ხარ. და მე ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია.“

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია არა­ნა­ირ ადა­მი­ან­თან არ უჭირს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ხში­რად ეს­მის მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა.

მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მის­თვის თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა.

"მე არას­დროს არ მნდო­მე­ბია ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ჩემი სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო, რომ მემ­ღე­რა. სულ რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმღე­რი. და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ფე­სი­ას, თუ გა­გი­მარ­თლა, მოს­დევს პო­პუ­ლა­რო­ბა.“

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის თქმით, ცნო­ბა­დო­ბას ბევ­რი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა აქვს გავ­ლი­ლი, მა­ინც თვლის, რომ და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი მე­ტია. მან ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტსაც, რომ დღეს უკვე აქვს იმუ­ნი­ტე­ტი, თუმ­ცა ბო­რო­ტუ­ლი ჭო­რე­ბი მა­ინც ემო­ცი­უ­რად ურტყამს:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იმუ­ნი­ტე­ტი და დღეს მაქვს იმუ­ნი­ტე­ტი, რომ ვთქვათ, რა­ღა­ცას რომ გა­ვი­გებ, ნაკ­ლე­ბი რე­აქ­ცია მქონ­დეს, თუმ­ცა მა­ინც მაქვს რე­აქ­ცია, ვერ გე­ტყვი, რომ არ მაქვს რე­აქ­ცია. თუ არის რა­ღა­ცა ბო­რო­ტუ­ლი, გა­მიზ­ნუ­ლი ჭორი, რო­მე­ლიც ლა­ხავს შენს რე­პუ­ტა­ცი­ას, ცუ­დად გე­ხე­ბა, ხომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­საც მოქ­მე­დებს.“

"ძა­ლი­ან არ მომ­წონ­და სა­კუ­თა­რი თავი" – ასაკ­თან ერ­თად მო­სუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბა

მომ­ღე­რალ­მა ისა­უბ­რა გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თავი არ მოს­წონ­და.

"ძა­ლი­ან არ მომ­წონ­და სა­კუ­თა­რი თავი. ეს იყო გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში, სხვა­თა შო­რის, აი, სკო­ლის... ახლა რომ ვუ­ყუ­რებ ჩემ ფო­ტო­ებს, მარ­თლა "რა, რას ვგა­ვარ“ რომ ვამ­ბობ, ეკა მე­უბ­ნე­ბა: "ნუ, რა არის, მთე­ლი ბავ­შვო­ბა მა­გას ამ­ბობ­დი და ახ­ლაც მაგ აზ­რზე ხარ".

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის თქმით, კომ­პლექ­სი ნელ-ნელა, ასაკ­თან ერ­თად დაძ­ლია, რო­დე­საც სახე „და­უ­ლაგ­და“.

"და აი, ეს კომ­პლექ­სი მერე რა­ღაც ნელ-ნელა, ეს თავ­და­ჯე­რე­ბა მო­ვი­და ასაკ­თან ერ­თად. ნუ, მერე სა­ხეც და­მი­ლაგ­და, ალ­ბათ 18, 19, 17 წლის ასაკ­ში. ხომ, რე­ა­ლუ­რად ამა­ზე ვი­მუ­შა­ვე და მერე რა­ღა­ცა თით­ქოს მო­მე­წო­ნა სა­კუ­თა­რი თავი.“

"ეგ იყო ჩემი შავი იუ­მო­რი" – სკან­და­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის მიღ­მა

მომ­ღე­რა­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს, რომ­ლის გა­მოც ის ქედ­მაღ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს…

"ვა­ი­მე! შენი აზ­რით, ეგ ქედ­მაღ­ლო­ბა იყო? არა, ეგ იყო ჩემი შავი იუ­მო­რი, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარ თავს დავ­ცი­ნი. არას­წო­რად გა­ი­გო ხალ­ხმა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რაც ცნო­ბა­დი სახე ვარ, გვი­ან მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცე­ბის და­წე­რა არ შე­იძ­ლე­ბა. იმი­ტომ, რომ შენ რომ ასე ფიქ­რობ და გა­ი­ხუმ­რებ, ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი აღ­ქმის უნა­რი აქვთ. მერე მივ­ხვდი, რომ ამ ადა­მი­ანს და­ვუ­შა­ვე და ვა­წყე­ნი­ნე. ბო­დი­შის მოხ­და, ყო­ველ­თვის სწო­რი საქ­ცი­ე­ლია, თუ შენ აა­ნა­ლი­ზებ და ნამ­დვი­ლად ხვდე­ბი, რომ ადა­მი­ანს აწყე­ნი­ნე... მე და­ვი­ნა­ხე, რომ ამ ადა­მი­ანს მარ­თლა ძა­ლი­ან ეწყი­ნა და ცუდ, ცუ­დად შე­ე­ხო და ამი­ტომ ავ­დე­ქი და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე.“

ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბის ანა­ტო­მია: "თუ ბიზ­ნეს­მე­ნი მი­დის, რა­ტომ ლან­ძღავ მომ­ღე­რალს?"

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ხდე­ბა ხოლ­მე გან­სჯის ობი­ექ­ტი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცდი­ლობს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა მოს­კო­ვის კონ­ცერ­ტის სა­კი­თხი გა­იხ­სე­ნა და ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბის თე­მა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"მე მეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის და ახლა კი­დევ უფრო მეს­მის, იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია... თუ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დის გარ­კვე­უ­ლად რა­ღა­ცა პრო­დუქ­ტი და ბიზ­ნეს­მენს ამა­ზე მწვა­ნე აქვს, კაი, ჩვენ წა­ვე­დით, ვიმ­ღე­რეთ თბი­ლი­სო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლად, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩვენ­ზე რა­ტომ არის ამ­ხე­ლა აგ­რე­სია და რა­ტომ არ არის იმ ბიზ­ნეს­მენ­ზე? - თუმ­ცა, ახლა დღეს რომ მი­თხრა, არ წა­ვალ და არ ვიმ­ღე­რებ. არ მინ­და, უბ­რა­ლოდ სურ­ვი­ლი არ მაქვს... მაგ­რამ ეს რა­ღაც ორ­მა­გი სტან­დარ­ტი მა­ინც არ­სე­ბობს, რომ თუ ბიზ­ნეს­მე­ნი მი­დის და ყი­დის თა­ვის პრო­დუქ­ცი­ას, თუ ჩა­მო­დის ტუ­რის­ტი და შენ აძ­ლევ შენს სახ­ლს... მა­შინ ასე მწა­რედ რა­ტომ ლან­ძღავ მომ­ღე­რალს?“ – კი­თხუ­ლობს ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

"და­ვი­ღა­ლე, მივ­ხვდი, რომ ამო­ი­წუ­რა" – წა­მოს­ვლა "იმე­დი­დან“

რვაწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან“ წა­მოს­ვლა­ზე სა­უბ­რი­სას, მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად გან­ცდი­სა და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო­სი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რი იყო.

"მე მარ­თლა არ მე­გო­ნა, თუ კიდე ასე გან­ვიც­დი­დი... ეს ხომ არ არის რა­ღა­ცა უბ­რა­ლოდ საქ­მე, მი­დი­ხარ, მო­დი­ხარ. ესეთ რა­ღა­ცა მთლი­ან ამ­დე­ნი მე­გო­ბა­რი გყავს, გუნ­დია, თით­ქოს რა­ღა­ცა მე­ო­რე ოჯა­ხი­ვით არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მა­ინც ვთვლი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ჩა­მოვ­შორ­დი ჩემს პრო­ფე­სი­ას და და­ვი­ღა­ლე, მარ­თა­ლი რომ გი­თხრა.“

მომ­ღერ­ლის თქმით, მას უყ­ვარს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და იგ­რძნო, რომ იმ სამ­სა­ხურ­ში ეტა­პი ამო­ი­წუ­რა. ახლა კი დრო აქვს, იმუ­შა­ოს სიმ­ღე­რის მა­ნე­რა­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ მოს­წონს.

"ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მო­მე­ცა და ვმუ­შა­ობ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და ამი­ტომ მა­გის დრო მე არ მქონ­და. რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ საქ­მე­ზე.“

"პრე­ზი­დენ­ტის საყ­ვა­რე­ლი" და "ავა­რია" – ჭო­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხალ­ხი მუ­შა­ობს
ინ­ტერ­ვი­უს კულ­მი­ნა­ცია ორ ყვე­ლა­ზე მძი­მე და აბ­სურ­დულ ჭორს და­ეთ­მო, რომ­ლებ­ზეც მომ­ღე­რალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

"ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ქალი მოკ­ლა"

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ჭორი, რო­მე­ლიც 2009 წელს, ევ­რო­ვი­ზი­ის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის ღა­მეს გავ­რცელ­და.

"რო­დე­საც მო­ვი­გეთ ევ­რო­ვი­ზი­ის შიდა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი, იმა­ვე სა­ღა­მოს ვი­ყა­ვით ჩემს მე­გო­ბარ­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მო­ვი­და თაკო... და თქვა, რომ: „მოკ­ლე­დო, ასე­თი ჭორი გავ­რცელ­დაო, რომ ჩვენ­გა­ნო ვი­ღა­ცა­მო... ქალი გა­ი­ტა­ნაო... და მოკ­ლაო". და მე ვუ­თხა­რი, რომ: "თაკო, მეთ­ქი, დამ­შვიდ­დი. რა თქმა უნდა, მო­მე­წე­რე­ბა მეთ­ქი“... ვი­ცი­ნეთ რა".

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნი­ნის და­უ­რე­კა ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი­დან" მო­დი­ო­და და ნი­ნის „მკვლე­ლო­ბას“ აბ­რა­ლებ­და.

"მე ვუ­თხა­რი: ახლა ვჯდე­ბი მან­ქა­ნა­ში, მოვ­დი­ვარ და წა­მომ­ყე­ვი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სახ­ლში მეთ­ქი! ჰოდა, აი, იქ რომ სა­სახ­ლე არ იდ­გეს და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ იყოს და ხელი მე ვინ­მემ არ და­მა­დოს მეთ­ქი, მერე მე შენ მოგ­თხოვ პა­სუხს-თქო.“

მომ­ღერ­ლის თქმით, ამის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი უკან და­ი­ხია, თუმ­ცა ამ­ბა­ვი მა­ინც და­ი­ბეჭ­და ინ­ტრი­გის შემ­ცვე­ლი სა­თა­უ­რით.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი"

ეს ჭორი მომ­ღერ­ლის თქმით, არას­დროს დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

"ნუ, აი, აი, ეს ხო არ და­ამ­თავ­რეს არას­დროს! არას­დროს! სა­ი­დან? ეგეც არ ვიცი... და აი, რა­ღა­ცა 20-ის ვი­ყა­ვი, თუ 19-ის, რომ უკვე და­ი­წყეს აქ­ტი­უ­რად ამა­ზე ლა­პა­რა­კი და ჭო­რა­ო­ბა. სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, აი, სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი იმ პე­რი­ოდ­ში.“

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს ჭორი სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნებ­და მის ურ­თი­ერ­თო­ბებს.

"მერე მივ­ხვდი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ეს ჭორი მა­ზი­ა­ნებს, ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­ზი­ა­ნებს. იმი­ტომ, რომ გაბ­რა­ლე­ბენ ისეთ რა­ღა­ცას, რაც რე­ა­ლუ­რად ტყუ­ი­ლია... სა­ერ­თოდ რომ არ იც­ნობ. ამ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ხალ­ხი მუ­შა­ობს…“

და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი პი­რად­ზე

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი შე­ე­ხო "მინ­დვ­რის თაგ­ვთან“ და­კავ­ში­რე­ბულ სკან­და­ლურ სა­თა­უ­რებს, რომ­ლის გა­მოც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს ერი­დე­ბა.

"ის არ წა­გი­კი­თხავს: "ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მინ­დვ­რის თაგ­ვი­ვით მარ­ტოა?“ ერთი იყო ეგე­თი. და ახლა მერე იყო, რომ „მინ­დვ­რის თაგ­ვი­ვით მარ­ტო აღარ არის“. თან ცოტა აღარ შე­მიძ­ლია, ეს მინ­დვ­რის თაგ­ვი და თაგ­ვო­ბამ დამ­ღა­ლა, ამი­ტომ არა­ფერს აღარ ვამ­ბობ...“

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით