18 წლის პირს დანა გულში დაარტყა.

18 წლის პირს დანა გულში დაარტყა.

სისხლიანი ანგარიშსწორება გურჯაანში - პოლიციამ 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ყ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, 2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით  გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

უწყების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება  ჩაუტარდა. 

პოლიციამ გ.ყ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია