სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს

სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს

სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს.  სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელემ, რომელიც ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელია, ის სცემა და ჯგუფურ ანგარიშსწორებაში  სხვა ხუთ პირთან  ერთად იღებდა მონაწილეობას. 

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი თანასოფლელ მოზარდებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც არასრულწლოვანის ცემაში  დაჯგუფება ჩაერთო. 

დაშავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ძაალდობაში მხილებული სკოლის მოსწავლეს აედევნა და ფიზიკურად იძალადა. 

ოჯახის მტკიცებით, მოზარდს მრავლობითი დაზიანებების კვალი ეტყობა. ის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

მოზარდის ახლობლები TV პირველთან აცხადებენ, რომ საჯარო მოხელის ახლობლები ანგარიშსწორების შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდნენ, თუმცა ხელი დაშავებულს დაადეს. 

5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, სამი მათგანი 50 წელს გადაცილებული იყო. მოვიდნენ თავიანთი ფორდის მანქანით, ვინც შეხვდათ გზად ყველას სცემდნენ. ეს ფაქტი ბავშვმა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ ხალხს, გაიქცა... გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა... იხრჩობოდა ბავშვი. მოტეხილობები არ ჰქონია, მაგრამ დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები და თავი სტკიოდა. ექვსივე ოჯახის წევრია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ხალხს ესხმიან თავს და სცემენ. ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა" - ამბობს მოზარდის ოჯახის წევრი TV პირველთან. 

ირკვევა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო - პოლიციელები იმყოფებოდნენ საჯარო მოხელის სახლშიც. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი
"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი
12-11-2025, 20:24
დაწვრილებით