ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ მეცხრედ გაძარცვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ გაძარცვეს - ინფორმაციას "Aktual.ge" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 27 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, უცნობმა პირებმა ქვებით ჩაამტვრიეს სუპერმარკეტის მინები და მაღაზიაში შევიდნენ. შემთხვევის დროს მოიპარეს დიდი რაოდენობით სიგარეტი და სხვა პროდუქცია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციაა ჩართული და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით მიმდინარეობს
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, როდესაც სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტ "მაგნიტს" ძარცვავენ.
FB კომენტარები
