ხაშურში 19 წლის ბიჭი მიკროავტობუსის ქურდობისთვის დააკავეს - რა დეტალებს ავრცელებს შსს

ხაშურში მიკროავტობუსის ქურდობისთვის 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს - პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქალაქ ხაშურში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ მიკროავტობუსს და ადგილიდან მიიმალა.
-
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს." - აღნიშნულია განცხადებაში.
