რითი კვებავენ ბავშვებს კერძო სკოლებში? - აღმოჩენილია ვადაგასული ფრინველის ხორცი

„თანამედროვე განათლების აკადემიის“სკოლას და ბაღს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მათთან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე რაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის კვების ობიექტში.
შემოწმების შედეგებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
- ვადაგასული ფრინველის ხორცი,
- ეტიკეტირების წესის დარღვევა,
- კრიტიკული შეუსაბამობა უსაფრთხოების სტანდარტებთან.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვიდრე ყველა დარღვევა სრულად არ აღმოიფხვრება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების დაფიქსირებისას მიმართონ ცხელი ხაზს — 1501.
FB კომენტარები
