"მეც დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი" - რას ამბობს თამო ვაშალომიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

"მეც დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი" - რას ამბობს თამო ვაშალომიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

ბოლო დროს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე მედიის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია, ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრება და ხმაურიანი განქორწინება გახდა - ყველასთვის მოულოდნელად, თამო ვაშალომიძემ თქვა, რომ მეუღლეს, ბიზნესმენ აკა სამხარაძეს დაშორდა. 

ცხოვრების ამ რთული გადაწყვეტილების პარალელურად, თამო ვაშალომიძე კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა - ის საკუთარი ბრენდის პრეზენტაციისთვის ვენეციისა და კანის კინოფესტივალებზე იმყოფებოდა. ამ პერიოდში ის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო ბულინგის საგნად იქცა, რის შესახებ განცხადებაც გააკეთა. 

ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მეც დავუშვი შეცდომა, ისეთ დროს გავაკეთე კომენტარი ისეთ რაღაცაზე, როცა ხმა არ უნდა ამომეღო და არაფერ შუაში ვიყავი. ამიტომაც ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი იმ მომენტში.

შეიძლება ბევრი რაღაც ზედმეტი იყო სხვების მხრიდან, მაგრამ არა უშავს, ვისწავლე და გამოვასწორებ, აღარ გავიმეორებ ასეთ საქციელს“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"მე და ციცოს სერიოზული ჯახი, კონფლიქტი მოგვივიდა, ამ ეტაპზე იმ შენობაში ცხოვრება არ მინდა" - რა მოხდა ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის და რატომ აღარ ცხოვრობს ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მის სახლში

16-11-2025, 14:05
დაწვრილებით
"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი
"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი
12-11-2025, 20:24
დაწვრილებით