ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოებისას სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც კომპანიის 5 თანამშრომელი მოჰყვა: ნაპოვნია 4 ცხედარი - რა ინფორმაციას აქვეყნებს გზების დეპარტამენტ

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
- უწყების ცნობით, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.
„ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
FB კომენტარები
