"პიროვნება, რომელიც ინდიანაში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, მამაჩემია... ის არაფერ შუაშია" - უმძიმესი ავარია აშშ-ში: გარდაცვლილი ეროვნული გვარდიის წევრია, დაკავებული ქართველი მამაკაცი

"პიროვნება, რომელიც ინდიანაში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, მამაჩემია... ის არაფერ შუაშია" - უმძიმესი ავარია აშშ-ში: გარდაცვლილი ეროვნული გვარდიის წევრია, დაკავებული ქართველი მამაკაცი

ინ­დი­ა­ნას შტატ­ში, Interstate 65-ზე მომ­ხდა­რი მძი­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ირ­გვლივ, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ერთი წევ­რი ემსხვერ­პლა, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, 56 წლის ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, გო­დერ­ძი გუ­ჯა­ბი­ძე და­ა­კა­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ბუ­ნის ოლ­ქის შე­რი­ფის ოფის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­ჯა­ბი­ძე, რო­მე­ლიც სატ­ვირ­თოს მარ­თავ­და, მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც სა­ი­მიგ­რა­ციო და სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურ­მა (ICE) მათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა მისი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. ამე­რი­კუ­ლი პრე­სა წერს, რომ გუ­ჯა­ბი­ძე შე­ჯა­ხე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო.

თუმ­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­წო­რად მი­იჩ­ნევს და ამ­ტკი­ცებს, რომ გო­დერ­ძი გუ­ჯა­ბი­ძე უდა­ნა­შა­უ­ლოა და მას ავა­რია არ გა­მო­უწ­ვე­ვია.

შვი­ლის ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "მა­მა­ჩე­მი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის!"

და­კა­ვე­ბუ­ლის შვილ­მა, ლიზა გუ­ჯა­ბი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

"გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, ეს პი­როვ­ნე­ბა მა­მა­ჩე­მია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს მა­მა­ჩე­მი ამე­რი­კა­ში, ინ­დი­ა­ნას შტატ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო. თვი­თონ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის, ის შე­ეს­წრო ავა­რი­ას და გა­და­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რო­გორც მოწ­მე, შემ­დეგ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ა­თავ­სუფ­ლა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვა სა­ე­მიგ­რა­ცი­ომ, რად­გან არ ჰქონ­და სა­ბუ­თი.

ამ ავა­რი­ის შე­სა­ხებ აშუ­ქე­ბენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დი­ე­ბი და ეს ინ­ცი­დენ­ტი რომ არ და­აბ­რა­ლონ მა­მას, გვჭირ­დე­ბა კარ­გი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ და­მეხ­მა­როთ და მირ­ჩი­ოთ კარ­გი ად­ვო­კა­ტი."

ავა­რი­ის ფა­ტა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი და გა­რე­მო­ე­ბე­ბი

ტრა­გე­დია 14 ნო­ემ­ბერს, პა­რას­კევს, დღის 12:15 სა­ათ­ზე, სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის I-65-ზე, I-865-ის მახ­ლობ­ლად მოხ­და. ბუ­ნის ოლ­ქის შე­რი­ფის ოფი­სის ცნო­ბით, ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა:

სამ­ხედ­რო Humvee: რო­მელ­შიც ოთხი გვარ­დი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი კო­ლო­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ფრან­კფურ­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ცა­ვი­დან Camp Atterbury-ის­კენ. თეთ­რი Subaru: მძღო­ლი იყო 51 წლის ვე­რო­ნი­კა ვებსტე­რი. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა (Car Hauler Truck): რო­მელ­საც 56 წლის გო­დერ­ძი გუ­ჯა­ბი­ძე მარ­თავ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, მი­საბ­მე­ლის გა­რე­შე მყო­ფი Humvee გა­დაბ­რუნ­და, რის გა­მოც ოთხი­ვე გვარ­დი­ე­ლი კა­ბი­ნი­დან გად­მოც­ვივ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტი ტერი ფრაი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, ხოლო სამი გვარ­დი­ე­ლი (იზა­ია ფი­ლიპ­სი, ნი­კო­ლას რა­ი­ნ­ჰარ­ტი და ლუკ რი­ჩარდსო­ნი) სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით