“კითხვა, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, არის მტკნარი სიცრუე - ყველა აგებს პასუხს“ - ალექსანდრე დარახველიძე მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე

“კითხვა, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, არის მტკნარი სიცრუე - ყველა აგებს პასუხს“ - ალექსანდრე დარახველიძე მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძე „მტკნარ სიც­რუ­ეს“ უწო­დებ ბრალ­დე­ბებს, რომ ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „ვინ­მე ვინ­მეს მფარ­ვე­ლობს“.

  • მისი თქმით, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუხს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აგებს.

„აღ­ნიშ­ნულ უმ­ძი­მეს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, არა­ერ­თი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შსს და პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა თი­თო­ე­ულ­მა პირ­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგოს პა­სუ­ხი.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვინ­მე ვინ­მეს მფარ­ვე­ლობს, ეს არის მტკნა­რი სიც­რუე. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით აგებს პა­სუხს, რაც საქ­მე­შია”, - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბელს გიგა ავა­ლი­ანს თავს 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­ესხნენ, რის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თაც ის კლი­ნი­კა­ში 24 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე ორი პირი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­ბაშ­ვილს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გი­ორ­გი რი­კა­ძეს კი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა იმის მიერ, ვინც ნამ­დვი­ლად იცის, რომ მზად­დე­ბა და ჩა­დე­ნი­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით