პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერს საძინებელში ფარულად ვიდეო ჩამწერი დაუმონტაჟა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა კი გაავრცელა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პროკურატურამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 12 წლის გერს საძინებელში ფარულად ვიდეო ჩამწერი დაუმონტაჟა, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა კი გაავრცელა - მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება


სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბის, შე­ნახ­ვის და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უწყე­ბამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 12 წლის, არას­რულ­წლო­ვა­ნი გე­რის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში ფა­რუ­ლი ვი­დეო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის გზით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა, შე­ი­ნა­ხა და გა­ავ­რცე­ლა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი მა­სა­ლა.

„თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, მას­თან ერ­თად მცხოვ­რე­ბი 12 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი გე­რის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში ფა­რუ­ლი ვი­დეო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის გზით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა, შე­ი­ნა­ხა და გა­ავ­რცე­ლა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი მა­სა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, მყი­სი­ე­რად ჩა­ა­ტა­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ი­კი­თხნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და სხვა მოწ­მე­ე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ამო­ი­ღეს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა და­ნა­შა­ულ­ში მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გავ­რცე­ლე­ბა) წა­რედ­გი­ნე­ბა, რაც 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით