"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?

"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?

11 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი C-130E Hercules-ის (რა­საც მის ბორტზე მყო­ფი ოცი თურ­ქი სამ­ხედ­რო შე­ე­წი­რა) ორი­ვე ე.წ. შავი ყუთი მო­ძებ­ნი­ლი და გა­ტა­ნი­ლი იქნა თურ­ქეთ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის "შავი ყუ­თის“ ანა­ლიზ­სა და პირ­ვე­ლა­დი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას, სულ მცი­რე, ორი თვე დას­ჭირ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ია­შარ გი­უ­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

ია­შარ გი­უ­ლე­რის ცნო­ბით, C-130-ის ტი­პის სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის "შავ ყუთს“ თურ­ქე­თის სა­ა­ვი­ა­ციო და კოს­მო­სუ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის სა­წარ­მო ამოწ­მებს."წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის თა­ნახ­მად, თუმ­ცა ეს სა­ბო­ლოო არ არის, თავ­და­პირ­ვე­ლად კუდი ტყდე­ბა. შემ­დეგ ის სამ ნა­წი­ლად იშ­ლე­ბა. ეს "შავ ყუთ­ში“ [შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად] იქ­ნე­ბა ნა­პოვ­ნი“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მა­ნამ­დე კი თურ­ქულ მა­ს­მე­დი­ა­ში უკვე გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ვერ­სია, რაც დაყ­რდნო­ბი­ლია იმ გა­მო­ჟო­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ამ "შავი ყუ­თე­ბის“ გა­შიფვ­რი­სას გახ­და ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა... თურ­ქუ­ლი "ჰერ­კუ­ლე­სი“, დიდი სიჩ­ქა­რით მბრუ­ნა­ვი ხრახ­ნით, რომ­ლი­და­ნაც ერთ ლო­პო­ტის მო­წყვე­ტამ გა­მო­იწ­ვია პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნის "ჩა­მოჭ­რა თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლა­ჟი­დან...

კერ­ძოდ, თურ­ქუ­ლი გა­მო­ცე­მის, Hürriyet -ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი უჰურ ჯე­ბე­ჯი თა­ვის სტა­ტი­ა­ში შემ­დეგს წერს:

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შეფ­რე­ნის­თა­ნა­ვე, 7 333 მ სი­მაღ­ლე­ზე ფრე­ნი­სას, "ჰერ­კუ­ლე­სის“ მე­ო­თხე ძრა­ვამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა, თუმ­ცა მის­მა ხრახნ­მა გა­აგ­რძე­ლა დიდი სის­წრა­ფით ბრუნ­ვა, რის შემ­დე­გაც თვითმფრი­ნა­ვი სწრა­ფად ავი­და კი­დევ 500 მ-ზე, მფრი­ნა­ვებ­მა ვერ შეძ­ლეს საფ­რე­ნი აპა­რა­ტის და­მორ­ჩი­ლე­ბა და ამ დროს მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და მე­ო­რე ძრა­ვაც, ფრთის სხვა კონ­სოლ­ზე - მას­ში ზე­თის წნე­ვა და­ე­ცა, ხრახ­ნი დიდი სის­წრა­ფით ბრუ­ნავ­და, მო­ტყდა და გა­დაჭ­რა მფრი­ნა­ვე­ბის კა­ბი­ნა, რო­მე­ლიც მოს­ცილ­და ფი­უ­ზე­ლაჟს, ძრა­ვის სხვა ნა­წი­ლებ­მა კი თვითმფრი­ნა­ვის კუ­დის ნა­წი­ლი და­ა­ზი­ა­ნეს, რა­მაც, სა­ერ­თო ჯამ­ში, "ჰერ­კუ­ლე­სის“ ჰა­ერ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ფრაგ­მენ­ტე­ბად დაშ­ლა გა­მო­იწ­ვია. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და, რის გა­მოც ეკი­პაჟ­მა ვერ მო­ას­წრო გან­გა­შის სიგ­ნა­ლის გა­და­ცე­მა რა­დი­ო­თი....

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ასე­თი დე­ტა­ლი­ზა­ცია უკვე იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ "შავი ყუ­თე­ბის“ გა­შიფვ­რის შე­დე­გად, თურ­ქმა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მი­აგ­ნეს ტრა­გე­დი­ის გა­მოწ­ვე­ვის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ მი­ზეზს და და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე იქ­ნე­ბა ნათ­ქვა­მი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნა­შიც.

უბრალოდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ გამოვიდა თითქმის ერთდროულად მწყობრიდან „ჰერკულესის“ ოთხიდან ორი ძრავი, რისი ალბათობაც მიზერულია, რადგან ეს ძრავები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ და მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ... საავიაციო საწვავი და საავიაციო ზეთი ანუ თუკი აფრენის წინ თურქულ „ჰერკულესში“ ჩასხმული იქნა არაკონდიცირებული საავიაციო ნავთი, მაგალითად წყალშერეული, რომელიც თვითმფრინავის სიმაღლეზე ასვლის დროს გაიყინა და გადაკეტა ძრავების მომარაგება საწვავით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ოთხიდან ორი ძრავის თითქმის ერთდროული გაჩერება, ხოლო საჰაერო ხრახნების ლოპოტების („ჰერკულესის“ თითოეულ ტურბოხრახნიან ძრავაზე ხრახნს ოთხი ლოპოტი უყენია) ფლიუგერირება ვერ მოხერხდა, ხრახნი ავტოროტაციის, უმართავ რეჟიმში გადავიდა, ჰაერის შემხვედრი ნაკადის დაბერვით გაიზარდა მისი ბრუნვის სიჩქარე, რასაც ვერ გაუძლო ხრახნის კონსტრუქციამ და ერთი ლოპოტი მოტყდა, რომელიც ცენტრიდანული აჩქარების ძალამ სწორედ ფიუზელაჟისკენ გასტყორცნა და მანაც გადაჭრა ფიუზელაჟი ისე, რომ პილოტების კაბინა მოკვეთა...


FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია