"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ინტერვიუს შემდეგ მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს.  

"მოგესალმებით,

დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი და ვის სიამოვნებს თავის მართლება?! მაგრამ ისე გამოვიდა იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას და მათ, ვინც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაშია შესული.

 

ჩემი ძმის და მეგობრის მერაბ შარიქაძის საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი უკონტექსტოდ ფიგურირებს სოციალურ ქსელში. მე ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს!

 

გთხოვთ, გადაუმოწმებლად ნუ მომიხსენიებთ, მით უმეტეს ცუდ კონტექსტში!

 

წარმატებებს ვუსურვებ მერაბს ახალ წამოწყებაში! ის თავის სიტყვას იტყვის!", - წერს ლაშა ლომიძე.  

 

შეგახსენებთ, მერაბ შარიქაძემ Setanta Sport Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შარდის ნიმუში სხვა მორაგბეების ნიმუშის ნაცვლად გამოიყენეს და გაუგებრობის მსხვერპლი გახდა.

 

"ცხოვ­რე­ბა­ში დო­პინ­გი არ მი­მი­ღია, ჩი­ლი­მიც არ მო­მი­წე­ვია და დო­პინ­გი რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. როცა მი­თხრეს, შარ­დის გაც­ვლას გე­და­ვე­ბი­ა­ნო, გა­მაჟ­რი­ა­ლა. ჩემი ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა მო­რაგ­ბე­ე­ბის ნი­მუ­შე­ბის მა­გივ­რად... ჩემ­თვის სან­დო ადა­მი­ან­მა მთხო­ვა, რომ ჩემი ძმე­ბის­თვის ნი­მუ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და რას ვე­ტყო­დი, შარდს არ ჩა­ვა­ბა­რებ­დი?!" - აღი­ა­რა მო­რაგ­ბემ.

 

მისი თქმით, ეს "სი­სუ­ლე­ლე" იმ "ჩა­კე­ტილ წრე­ში" მოხ­და, რო­მელ­შიც თა­ვად და ის მო­რაგ­ბე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ნი­მუ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს.

 

მან არ და­ა­სა­ხე­ლა არც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და არც ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც, მისი ვა­რა­უ­დით, ეს ამ­ბა­ვი მი­ტა­ნა ან­ტი­დო­პინ­გურ­მა სა­ა­გენ­ტომ­დე... "ვი­საც ჩა­ვაც­ვი, მან გამ­ხდა, ისე, რო­გორც დათა თუ­თაშ­ხია ამ­ბობს..." - დას­ძი­ნა და­ნა­ნე­ბით შა­რი­ქა­ძემ.

 

"მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­თან აღარ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლას­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი. ორი ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმაა და ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან კი­ნა­ღამ მოკ­ვდნენ. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ისაა, რომ ამ სი­სუ­ლე­ლე­ში რო­გორ მოვ­ყე­ვი. ნე­ტავ რაგ­ბის კავ­შირ­ში სცოდ­ნო­დათ, ეს ამ­ბა­ვი ჩა­კე­ტილ წრე­ში მოხ­და და სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თე. ერთ-ერთი მო­რაგ­ბის შარ­დის ფორ­მუ­ლა არ და­ემ­თხვა ძველ ნი­მუშს, მერე კი ვი­ღა­ცამ მის­ცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემი შარ­დი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მან.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"მე და ციცოს სერიოზული ჯახი, კონფლიქტი მოგვივიდა, ამ ეტაპზე იმ შენობაში ცხოვრება არ მინდა" - რა მოხდა ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის და რატომ აღარ ცხოვრობს ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მის სახლში
"მე და ციცოს სერიოზული ჯახი, კონფლიქტი მოგვივიდა, ამ ეტაპზე იმ შენობაში ცხოვრება არ მინდა" - რა მოხდა ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის და რატომ აღარ ცხოვრობს ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მის სახლში
16-11-2025, 14:05
დაწვრილებით