"ნათიას მკვლელის გასათავისუფლებლად მოიძებნა საბაბი... შეიძლება ფორმალურად გაიმართოს პროცესი" - რატომ არ სჯის ე.წ. სასამართლო 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელს

"ნათიას მკვლელის გასათავისუფლებლად მოიძებნა საბაბი... შეიძლება ფორმალურად გაიმართოს პროცესი" - რატომ არ სჯის ე.წ. სასამართლო 28 წლის ნათია ბახტაძის მკვლელს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 2023 წლის ივ­ლის­ში მოკ­ლეს გა­ლის მკვიდ­რი, 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძე. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღი­ა­რა 26 წლის ოჩამ­ჩი­რელ­მა აი­ნარ წვიჟ­ბამ და მხო­ლოდ ორი წლი­სა და ორი თვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა დე ფაქ­ტო გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ წვიჟ­ბას წი­ნა­აღ­მდეგ სს საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­ეგ­ზავ­ნა ე.წ. გა­ლის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში. რო­დის და­ი­წყე­ბა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, უც­ნო­ბია, თუმ­ცა აფხა­ზეთ­ში არც ერთ ქარ­თველს არა აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა, რად­გან წვიჟ­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი და შეძ­ლე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი ოჯა­ხის წევ­რია, ხოლო ქარ­თვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს, გა­ლე­ლე­ბის თქმით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ჩა­ლის ფასი აქვს.

ნა­თია ბახ­ტა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე დე ფაქ­ტო გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იხ­სე­ნა. გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ადრე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და "სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო ზო­მე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა "პრო­კუ­რა­ტუ­რა" ახლა თვლის, რომ "მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია და მას შე­უძ­ლია გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის წი­ნა­შე წარ­დგეს".

  • ადრე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დამ­ნა­შა­ვის გავ­ლე­ნი­ან­მა ნა­თე­სა­ვებ­მა წვიჟ­ბას გა­უგ­ზავ­ნეს ყალ­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა, თით­ქოს ის ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი იყო, რათა სა­სა­მარ­თლოს­თვის აე­რი­დე­ბი­ნათ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თია ბახ­ტა­ძის დედა მუდ­მი­ვად ითხოვ­და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას - რამ­დენ­ჯერ­მე წე­რი­ლიც მის­წე­რა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტს, დე ფაქ­ტო შსს-სა და აფხაზ ომ­ბუდსმენს.

ნა­თია ბახ­ტა­ძე გა­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. ის 2023 წლის 28 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ 31 ივ­ლისს დე­დამ, ია­მზე აგუ­მა­ვამ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, სა­დაც დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავ­და, ერ­თა­დერ­თი შვი­ლის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბო­და. 2 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ა­კა­ვეს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - 26 წლის აი­ნარ წვიჟ­ბა. მან მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა. გა­ნა­ცხა­და, რომ გო­გო­ნა მოკ­ლა 28 ივ­ლისს "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ლონ­ში, შემ­დეგ კი ცხე­და­რი გა­და­აგ­დო მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე მდე­ბა­რე ვარ­დნილ­ჰე­სი-3-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბას და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლიც აჩ­ვე­ნა. აფხა­ზი მაშ­ვე­ლე­ბი ცხე­დარს რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ...

მა­შინ ით­ქვა, რომ აი­ნარ წვიჟ­ბამ ნა­თია ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა. მას ნა­თია მოს­წონ­და, მაგ­რამ ქა­ლის­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და და ავიწ­რო­ებ­და. წვიჟ­ბას მამა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ლის დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, ოჯახს რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სიც ჰქონ­და, ბი­ძა­მი­სი კი "დე­პუ­ტა­ტი" იყო. დე ფაქ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რამ სს საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღ­ძრა, რაც 6-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ წვიჟ­ბა დღე­საც არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ქარ­თვე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის აფხა­ზე­ბი თა­ვი­სი­ა­ნებს არ სჯი­ან"

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით