"ძიძამ ფიზიკურად 1 წლის და 6 თვის ბავშვზე იძალადა" - პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა.
- პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FB კომენტარები
