"რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს" - შსს განცხადებას ავრცელებს

"რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს" - შსს განცხადებას ავრცელებს

ქო­ბუ­ლეთ­ში, 15 წლის არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს, 2010 წელს და­ბა­დე­ბულ პირს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყა­ჩა­ღუ­რად გას­ტა­ცეს ხელ­ჩან­თა, მას­ზე იძა­ლა­დეს და და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა, ქო­ბუ­ლეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს - 2010 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ს.-ს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყა­ჩა­ღუ­რად გას­ტა­ცეს ხელ­ჩან­თა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვ. ს.-მ ჩან­თის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რა დრო­საც და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა კვლავ იძა­ლა­დეს მას­ზე, ამას­თან, გ.მ.-მ არას­რულ­წლო­ვანს და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

და­შა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.

პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლი­თა და 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
7-11-2025, 16:51
დაწვრილებით