ნაპოვნია "შავი ყუთი" და მე-19 ცხედარი... - საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის კატასტროფა: ბოლო სიახლეები

ნაპოვნია "შავი ყუთი" და მე-19 ცხედარი... - საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის კატასტროფა: ბოლო სიახლეები

სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან, 11 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. მაშ­ვე­ლებ­მა ბორტზე მყო­ფი 20 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­დან მე-19 ცხე­და­რი იპო­ვეს, თუმ­ცა ერთი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

  • ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცი­აა ის, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლია თვითმფრი­ნა­ვის "შავი ყუთი". რო­გორც თურ­ქუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია NTV იუ­წყე­ბა, ბორტ-ჩამ­წე­რი გა­სა­შიფ­რად და ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად თურ­ქეთ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

"შავი ყუ­თის" პოვ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მი­სი­ვე თქმით, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

“ჩვე­ნი თვითმფრი­ნა­ვის შავი ყუთი ნა­პოვ­ნია და გა­მო­ძი­ე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლია. და­ღუ­პულ­თა 19 ცხე­და­რი ვი­პო­ვეთ. ბოლო ცხედ­რის ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ალი­ევს ვე­სა­უბ­რეთ და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს”, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა

თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი C-130 Hercules-ის ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან თურ­ქე­თის ქა­ლაქ კა­ი­სე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და, 11 ნო­ემ­ბერს ჩა­მო­ვარ­და.

ად­გილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მაშ­ვე­ლო და სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­თან ერ­თად, ორ­მო­ცამ­დე თურ­ქი ექ­სპერ­ტი და სამ­ხედ­რო პირი მუ­შა­ობს.

ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კა­ტას­ტრო­ფის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნაა, რა­შიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი სწო­რედ ნა­პოვნ „შავ ყუთს“ ექ­ნე­ბა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვ
8-10-2025, 20:49
დაწვრილებით