თბილისის კოლორიტი ზოია წიკლაური გარდაიცვალა.

თბილისის კოლორიტი ზოია წიკლაური გარდაიცვალა . ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია
„ზოია (ნინო) წიკლაური გურჯაანის რაიონიდან, სოფელ შაშიანიდან იყო. ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალი. პედაგოგიურზე სწავლობდა. მასა და მის ქმარს (გვარად ანჩაბაძეს) ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს, კლასელები იყვნენ. ნინო ცხოვრობდა ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნინოს ქმარმა უღალატა მტკნარი სიცრუეა. ქმრის მშობლებს ნინო ძალიან უყვარდათ, მას უდიდეს პატივს სცემდნენ. ნინოს ერთი შვილი ჰყავდა, თამაზი, რომელიც მხედრიონობის დროს მოუკლეს. ულამაზესი და უკარგესი ვაჟკაცი იყო. მისი ყოფილი მეუღლე, მათი განქორწინებიდან 12-15 წელში დაიღუპა.
მაია კაკაურიძის მოთხრობას „ციცინათელები" საფუძვლად ნინოს ისტორია უდევს"
