რა ჰქონდათ ბორტზე და რამ გამოიწვია თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა? - 2 ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს

რა ჰქონდათ ბორტზე და რამ გამოიწვია თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფა? - 2 ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს

თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და, მხო­ლოდ F-16 თვითმფრი­ნა­ვის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბი იყო და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ან მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა APA ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რას უწევ­დნენ თურ­ქულ F-16 თვითმფრი­ნა­ვებს და რომ­ლე­ბიც ბა­ქო­ში 8 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ სამ­ხედ­რო აღ­ლუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მათ, თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლამ­დე, გა­ი­ა­რეს ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და შე­მოწ­მე­ბა, აე­რო­პორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს პრო­ცე­სი ასე­ვე და­ფიქ­სირ­და აე­რო­პორ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით.

APA წერს, რომ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ბო­ლოს მას რე­მონ­ტი 2020 წელს ჩა­უ­ტარ­და.

  • გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლაჟ­ზე გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ცნო­ბის­თვის, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­სუ­ლი წლის 25 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი Embraer-190-ის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ, პირ­ველ­მა შე­მოწ­მე­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლაჟ­ზე გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი მრა­ვა­ლი ხვრე­ლი იყო. ამან სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის ვერ­სი­ის გა­ჩე­ნას.

"ამი­ტომ, C-130-ის ფი­უ­ზე­ლაჟ­ზე გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის ელე­მენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხავს მისი ჩა­მოგ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მა­ში­ნაც კი, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ თვითმფრი­ნავ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ან მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის და მისი აფეთ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლაჟ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს აფეთ­ქე­ბის კვა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა წყა­რომ.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით