ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა კაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა - რა მოხდა ლილოში?

ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა კაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა - რა მოხდა ლილოში?

ციხიდან, ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა კაცმა ყოფილ ცოლს დანით 11 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია 30 წლის დავით ზურაბიშვილს ეძებს.

შემთხვევა ერთ-ერთ ჯიხურში მოხდა, სადაც დაჭრილი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, კაცი დაწესებულებაში შევარდა და ქალს თავს დაესხა. 

 შემთხვევის ადგილი შეაიარებულმა კაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატოვა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, ამოიღეს ვიდეო-ჩანაწერები.

სავარაუდო თავდამსხმელი სასჯელს ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა,  და 4 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან თუმცა ციხე  მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ვადაზე ადრე, ელექტრონული სამაჯურით დატოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ადევნების მუხლებით არის დაწყებული. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი  პირი დააკავა
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი დააკავა
27-10-2025, 00:54
დაწვრილებით