16 წლის მოზარდის ლიკვიდაციის მცდელობა გარდაბანში - მკვლელობა მამაზე შურისძიების მოტივით დაიგეგმა

16 წლის მოზარდის ლიკვიდაციის მცდელობა გარდაბანში - მკვლელობა მამაზე შურისძიების მოტივით დაიგეგმა

გარდაბანში 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობა ქურდული სამყაროს დავალებით და შურისძიების მოტივით დაიგეგმა - დანაშაულის მიზანი ბიზნესმენის შურისძიება იყო.

გამოძიების მიხედვით, მსხვერპლის მამას, რომელიც გარდაბანში მაღაზიის მფლობელია, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, თვეების განმავლობაში ემუქრებოდა და 100 000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ. უარის შემდეგ, დამკვეთმა შურისძიება შვილზე გადაწყვიტა.

მოზარდს მინდორში ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. არასრულწლოვანი გადარჩა და გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. დაცხრილული ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ადგილობრივებმა თავად დააკავეს და შსს-ს გადასცეს. საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

-პირველად როცა მივიდა, დაინახა, რომ მანქანა იყო გაჩერებული. მამამისს შეატყობინა, რომ ასე და ასეაო. მამამისმა უთხრა, რომ არ შეგეშინდეს, გააკეთე, რაც გასაკეთებელია და მობრუნდი უკან, სახლში. უკან რომ დაბრუნდა, გზაში დახვდნენ ისინი, ვინც ესროლეს. დაახლოებით 15-16 წლის არის, არასრულწლოვანია. ჩემი აზრით, დასახვრეტად ისროდნენ, მანქანაც ცუდ მდგომარეობაშია, ფანჯრები ჩამსხვრეულია. დავიწყეთ ძებნა, სოფლებში ვეძებეთ, ახსოვდა მანქანის ნომერი და მაგ ნორმით დავიწყეთ ძებნა. გზად პოლიციის თანამშრომლებსაც შევატყობინეთ. ჩვენ დავიჭირეთ ეს მანქანა და მოვიდნენ თანამშრომლები და დააკავეს, - ყვება არასრულწლოვნის ბიძაშვილი. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ჩანგლით დაუსახიჩრა სახე და თვალები... პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... საწყალმა გოგომ მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები ახლა მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა

10-10-2025, 21:31
დაწვრილებით
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი  პირი დააკავა
პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი დააკავა
27-10-2025, 00:54
დაწვრილებით