რას აცხადებს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 52 ქართველი დაადეპორტა

რას აცხადებს ირლანდიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 52 ქართველი დაადეპორტა

3 ნო­ემ­ბერს, ირ­ლან­დი­ი­დან, კერ­ძოდ დუბ­ლი­ნი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში 52 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 7 ბავ­შვის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

  • რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­დე­პორ­ტეს 45 ზრდას­რუ­ლი: 35 მა­მა­კა­ცი, 10 ქალი - და 7 ბავ­შვი. ყვე­ლა ბავ­შვი ოჯა­ხუ­რი ჯგუ­ფე­ბის წევ­რი იყო.

ორ­მხრი­ვი რე­ი­სი უზ­რუნ­ველ­ყო Air Partner Ltd-მ. ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 187,625.00 ევრო იყო. გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ ოპე­რა­ცი­ის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, რად­გან „ან­გა­რიშს­წო­რე­ბის პრო­ცე­სი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა“.

  • იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ჯიმ ო’კა­ლა­ჰა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ზო­გა­დად, დე­პორ­ტა­ცი­ე­ბი წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

"მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ თუ პირს სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან და სა­ხელ­მწი­ფოს და­ტო­ვე­ბა უბ­რძა­ნეს, ის ვალ­დე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს. თუ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ და­ტო­ვებს, ამას ვა­ი­ძუ­ლებთ .

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ირ­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას კა­ნო­ნი­ე­რად აკე­თებს. ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნი­ე­რი გზით შე­მო­დი­ან. მათ აქ მი­ვე­სალ­მე­ბით, რად­გან უდი­დე­სი წვლილს შე­აქვთ ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლებს რე­ის­ზე თან ახ­ლდნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, თარ­ჯი­მა­ნი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლე­ბი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
7-11-2025, 16:51
დაწვრილებით