მკვლელობა ქვემო ქართლში: ჩხუბის დროს ერთ-ერთი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა, მეორემ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ეზოში დამარხა - დეტალები

მკვლელობა ქვემო ქართლში: ჩხუბის დროს ერთ-ერთი კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა, მეორემ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ეზოში დამარხა - დეტალები

პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­მო ქარ­თლში ორ პირს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთ-ერთი კი­ბე­ზე და­გორ­და და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რემ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მისი ცხე­და­რი ეზო­ში და­მარ­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ჯ.ა. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შო­რის მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, შე­დე­გად დ.დ.-მ და­კარ­გა წო­ნას­წო­რო­ბა, და­გორ­და კი­ბე­ებ­ზე, და­ე­ცა ბე­ტო­ნის ფი­ლა­ზე. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად დ.დ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში და­მარ­ხა.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ამ, დ.დ.-ს ცხე­და­რი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯ.ა. ცხელ კვალ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი
7-11-2025, 16:51
დაწვრილებით