"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი

"არაფერი გიჟი არ ვარ, არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე - ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, მომწონს და იმიტომ" - მანანა გიორგობიანი

ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ მანა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რორ გი­ორ­გი დო­ლა­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც, მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობ­და.

დაც­ვის მხა­რე ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კატ ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მი­მართ და­ნიშ­ნუ­ლია ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რა დრო­საც ად­ვო­კატს ბრალ­დე­ბულ­მა სი­ტყვა შე­ა­წყვე­ტი­ნა.

"არა­ფე­რი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუ­ე­ბით. არა­ნა­ი­რი აშ­ლი­ლო­ბა არ მაქვს, შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, წმინ­და­ნე­ბის ხილ­ვა და­ვი­წყე... მი­თხრეს ღვთის მად­ლია შენ­ზეო, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა არ მაქვს, ნარ­კო­ტი­კებს მო­ვიხ­მარ 30 წე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

  • მას მო­სა­მარ­თლემ ჰკი­თხა, თუ რა­ტომ მო­იხ­მარს ნარ­კო­ტიკს.

"მომ­წონს და იმი­ტომ“, - უპა­სუ­ხა მას გი­ორ­გო­ბი­ან­მა და გა­ნაგ­რძო:

"ამ­ფე­ტა­მი­ნი გა­და­ვაგ­დე ახ­ლა­ხან. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მოქ­მე­დებს ჩემ­ზე ცუ­დად, შვი­ლის პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­მი­კე­თეს და ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მო­მა­თავ­სეს. ჩემ­ზე ნარ­კო­ტი­კი ვერ მოქ­მე­დებს. გიჟი არ ვარ და ნუ­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს ამას“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

  • "10 წელი ლო­გინ­ში ვი­წე­ქი, შვი­ლი რომ მო­მიკ­ვდა, 10 წელი არ ავ­მდგარ­ვარ და ცი­ხის შე­მე­შინ­დე­ბა?", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, მხა­რე­ებს ერ­თმა­ნე­თის აცი­ლე­ბა ხომ არ აქვთ, გი­ორ­გო­ბი­ან­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა, გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნახ­მა იყო მისი ად­ვო­კა­ტი ლე­ვან მარ­სა­გიშ­ვი­ლი და პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი დო­ლა­კი­ძე იყოს.

"ამის­თა­ნა სიმ­პა­თი­ურ ბიჭ­ზე რო­გორ ვი­ტყვი უარს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა პრო­კუ­რორ­ზე.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, თუ რას საქ­მი­ა­ნობს ის, ასე უპა­სუ­ხა: "ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ, ბი­ძი­ნა­ზე მდი­და­რი".

კი­თხვა­ზე, მის მი­მართ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ან შემ­დეგ, რამე უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი, მან უპა­ხუ­ხა, რომ "მისი პო­ლი­ცია კარ­გად ექ­ცე­ო­და”.

დღეს­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ 5 პი­რის მათ შო­რის, მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლის, ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც.

მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ 5 პირს, მათ შო­რის, ჯაკო ჩარ­კვი­ანს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით