დაპირისპირება ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟთან, კრიმინალური წარსული, ქორწინება და ცნობილი ბაბუის სახელი - რა არის ცნობილი მამუკა ჩარკვიანის ვაჟზე

დაპირისპირება ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟთან, კრიმინალური წარსული, ქორწინება და ცნობილი ბაბუის სახელი - რა არის ცნობილი მამუკა ჩარკვიანის ვაჟზე

ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და - მომ­ღერ­ლის შვი­ლის მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი, პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი და დე­ტა­ლე­ბი "სპა­რის" ინ­ცი­დენტზე

სუ­პერ­მარ­კეტ „სპა­რის“ ორი თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან ერთ-ერთი, მომ­ღე­რალ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლი, ჯაკო (ჯან­სუღ) ჩარ­კვი­ა­ნი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩა­ბარ­და.

ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მა­მი­დამ, პო­ლი­ტი­კოს­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა და­უ­დას­ტუ­რა. საქ­მე, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ფაქ­ტი 2 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, სუ­პერ­მარ­კეტ "სპარ­ში“ მოხ­და, რა დრო­საც ორ თა­ნამ­შრო­მელს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე უკვე და­ა­კა­ვეს მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

შსს-ს ცნო­ბით, სწო­რედ მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და ჯაკო ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და. მათ სუ­პერ­მარ­კე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

მა­მი­დამ, თაკო ჩარ­კვი­ან­მა  გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ძმის­შვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი მომ­ხდარს პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ არ იყო „სწო­რი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის­თვის და­რეკ­ვა“, რო­დე­საც გი­ორ­გო­ბი­ანს შე­ეძ­ლო თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის და­ე­რე­კა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვინ არის ჯაკო (ჯან­სუღ) ჩარ­კვი­ა­ნი? - მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლის ოჯა­ხი

ჯაკო (ჯან­სუღ) ჩარ­კვი­ა­ნი ცნო­ბილ მომ­ღე­რალ­სა და კომ­პო­ზი­ტორს, მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა. ჯა­კოს დედა გახ­ლავთ ირმა დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ­მა სა­კუ­თარ ეზო­ში გა­იც­ნო და შე­უყ­ვარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მე­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს ერთი გო­გო­ნა. ძმის­შვი­ლის ქორ­წი­ლის და შვი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დროს, მა­მი­დის, თა­კოს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რად­გან თა­ვად ჯაკო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აქ­ტი­უ­რობს.

გას­რო­ლა იღ­ლი­ა­ში, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჩა­ქუ­ჩით და სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი - ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის მძი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი

ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის სა­ხე­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მოხ­ვდა მძი­მე კრი­მი­ნა­ლურ ინ­ცი­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

1. 2016 წლის სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა და დაჭ­რა - 2016 წელს 19 წლის ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს. მას სამი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთი - ყელ­ში, ორი კი - ფე­ხებ­ში. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სხე­უ­ლი­დან ტყვი­ე­ბი ამო­უ­ღეს.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩარ­კვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კოს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის ვაჟ­მა დაჭ­რა. ამ კონ­ფლიქტს წინ უძღო­და ინ­ცი­დენ­ტი ბა­თუმ­ში, როცა ხერ­ხე­უ­ლი­ძის უმ­ცრო­სი ბიჭი დაჭ­რეს.

მა­მი­და, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი მა­შინ ამ­ბობ­და: "ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­რა, რომ გა­დავ­რჩით - ორი ტყვია ფეხ­ში, ერთი კი იღ­ლი­ა­ში აქვს ნას­რო­ლი. დამ­ნა­შა­ვე ჯერ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ... პირ­ში წყა­ლი აქვს ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი, ამ­ბობს, არა­ფე­რი მახ­სოვ­სო". თუმ­ცა შემ­დეგ პო­ლი­ტი­კო­სის ვაჟი და­ი­ჭი­რეს და 4 წელი მი­უ­სა­ჯეს.

2. 2022 წლის თავ­დას­ხმა ჩა­ქუ­ჩით ("სიკ­ვდი­ლის ბრი­გა­დე­ბი") - 2022 წელს ჯაკო ჩარ­კვი­ა­ნის სა­ხე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძის "შა­ბა­თის ეთე­რის" რე­პორ­ტაჟ­ში გა­იჟ­ღე­რა, სა­თა­უ­რით: "სიკ­ვდი­ლის ბრი­გა­დე­ბის თა­რე­ში თბი­ლის­ში - განგსტე­რე­ბი კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს აწყო­ბენ“.

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­როს ცნო­ბით, "განგსტე­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბამ" ჩარ­კვი­ანს წყნეთ­ში, "ვილა ვა­კეს" და­სახ­ლე­ბა­ში მო­უ­წყო თავ­დას­ხმა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩარ­კვი­ა­ნი იქ მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა მე­გო­ბარ­მა, ხოლო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მას სახ­ლში დახ­ვდნენ და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჩა­ქუ­ჩით მი­ა­ყე­ნეს.

3. 2025 წლის იან­ვრის კონ­ფლიქ­ტი - 2025 წლის იან­ვარ­ში პარ­ტია, “კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი” პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, თა­მარ ბუ­ჩუ­კურ­მა, მძი­მე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩხუ­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბა ჩანს.

ბუ­ჩუ­კუ­რის თქმით, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ჯაკო ჩარ­კვი­ანს ავ­თან­დილ კოხ­რე­ი­ძის (იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი) შვილ­მა მი­ა­კი­თხა. ბუ­ჩუ­კუ­რი აცხა­დებ­და, რომ კოხ­რე­ი­ძემ ჩარ­კვი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ 5 თან­მხლე­ბი პი­რის დახ­მა­რე­ბით მო­ტყუ­ე­ბით სა­კუ­თარ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ, რის შე­დე­გა­დაც ჩარ­კვი­ან­მა მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მა მი­ი­ღო.

2017 წელს ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი შვი­ლებ­ზე ამ­ბობ­და:

"ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი 40 წლის არის, ჩემი ვაჟი 20 წლის... მინ­და, რომ შვი­ლიშ­ვი­ლებს, მის შვილს მო­ვეს­წრო და თუ მა­ღირ­სებს დრო­ზე, კარ­გია, სა­ნამ კარ­გად ვარ. მე არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას, 25 წელი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქ უნდა ვიყო და მინ­და შვი­ლიშ­ვი­ლი მის­გან. ჯა­კუ­ნა რომ და­ი­ბა­და, მას­ზე უკვე სიმ­ღე­რა დავ­წე­რე. ჩემი ბი­ჭის და­ბა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია ჩარ­კვი­ა­ნებ­ში. ჩვენს შტო­ში მარ­ტო მე ვი­ყა­ვი, მეტი ბიჭი არ ყო­ფი­ლა.“

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით