ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა - სპეცოპერაციისას მოკლული ყოფილი დეპუტატის ოჯახის პირველი კომენტარი

ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა - სპეცოპერაციისას მოკლული ყოფილი დეპუტატის ოჯახის პირველი კომენტარი

სპეცოპერაციის დროს მოკლული მირზა ალიევის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს - ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ახლობლები მომხდარს პოლიტიკას უკავშირებენ. 

მათივე მტკიცებით, სპეცდანიშნულების რაზმის 100-ზე მეტი თანამშრომელი მირზა ალიევის საცხოვრებელ სახლში გამთენიისას 03:00 საათზე შეიჭა და ცეცხლი სწორედ შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გახსნეს. 

ალიევის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კაცი "ქართულ ოცნებას" ბოლო არჩევნებშიც ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ პოლიტიკისგან დისტანცირება გადაწყვიტა და მაღაზიას ამუშავებდა. 

"ეს არის მაფია. პირველად სპეცრაზმმა ისროლა, მირზა "ქართული ოცნებაში" იყო, რამდენიმე წელი იყო საკრებულოში. მირზას გამო გაიმარჯვა ამ მთავრიობამ"- ყვება მოკლულის ახლობელი. 

კაბალში ამბობენ, რომ  მირზა ალიევს ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან არაფერი აკავშირებს, როგორც ამას გეკა გელაძის უწყება ამტკიცებს. მოკლულის ახლობლები ამ წუთებშიც გამოკითხვაზე არიან. მეზობლების თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ კლინიკაში მოხვდა გარდაცვლილის მამა. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!" - რას წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი
"ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია!" - რას წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი
10-10-2025, 21:30
დაწვრილებით
"ჩანგლით დაუსახიჩრა სახე და თვალები... პირველ ცოლსაც სცემდა და მცირეწლოვან ქალიშვილსაც... საწყალმა გოგომ მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ექიმები ახლა მარჯვენას გადარჩენას ცდილობენ" - ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა

10-10-2025, 21:31
დაწვრილებით