არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.
მეპატრონე კი ამტკიცებს, რომ ძაღლს მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ის თვითონ გადმოვარდა.
ადგილზე იმყოფება პოლიციაც და პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ფანჯარა გავაღე, რომ ფისოებისთვის საჭმელი დამეყარა, დავინახე, როგორ გადმოვარდა ძაღლი ზემოდან. თავიდან ვერ მივხდი, მერე მივხდი, რომ ეს იყო ცხოველი. სისხლი სდიოდა უკვე პირიდან, მაშინვე 112-ში დავრეკე. გადავედი განყოფილებაში და დამაწერინეს განცხადება", - ამბობს მეზობელი.
მეპატრონემ გამოგვიგზავნა უმარავი ახალგაზრდა ბიჭი და გვითხრეს, რომ ჩავდიოდით ცუდ საქციელს, რომ ძაღლი არის გადმოვარდნილი და ძაღლს მიხედავენ", - აცხადებს მეზობელი.
FB კომენტარები
